12/10/2021

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე, სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რეგულაციებს არ იცავენ და მეხუთე ტალღის დადგომას აჩქარებენ მაშინ, როცა ჯერ მეოთხე ტალღაც კი არ დასრულებულა.
„საფრანგეთში 12 წლის ზევით მოსახლეობის 85.3% არის სრულად ვაქცინირებული (2 დოზით მაღალეფექტური ვაქცინით) 15 ოქტომბრიდან საფრანგეთში კოვიდ ტესტები აღარ იქნება უფასო და აღარ იქნება აღიარებული “კოვიდ საშვად”. მე-3 დოზა ფაიზერით ვაქცინაცია ჩვეულებრივი გეგმიური რეჟიმით მიმდინარეობს. საქართველოში … არაპროფესიონალიზმი, ტყუილი, გარიგებები.საქართველოში კოვიდის მე-4 ტალღა არ დასრულდა და მე-5 ტალღას აჩქარებენ. პირადად ვნახე, თუ რა ხდება აჭარაში, იმერეთში, კახეთში და თბილისში. პირადად შემოვიარე, ელიავა, ლილო, იუსტიციის სახლი, ნავთლუხის ბაზარი, დეზერტირების ბაზარი, მოლები. დამღლელი და გულდასაწყვეტიაა, რასაც ვუყურებ“,- წერს გიორგი ფხაკაძე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
Comments