12/10/2021
ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საფრანგეთში არსებულ ეპიდვითარებასა და იმუნიზაციის პროცესს საქართველოში არსებულს ადარებს და წერს, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებული სიტუაცია “დამღლელი და გულდასაწყვეტია”.
“საფრანგეთში 12 წლის ზევით მოსახლეობის 85.3% არის სრულად ვაქცინირებული (2 დოზით მაღალეფექტური ვაქცინით)
15 ოქტომბრიდან საფრანგეთში კოვიდ ტესტები აღარ იქნება უფასო და აღარ იქნება აღიარებული “კოვიდ საშვად”
მე-3 დოზა ფაიზერით ვაქცინაცია ჩვეულებრივი გეგმიური რეჟიმით მიმდინარეობს.
საქართველოში … არაპროფესიონალიზმი, ტყუილი, გარიგებები …
საქართველოში კოვიდის მე-4 ტალღა არ დასრულდა და მე-5 ტალღას აჩქარებენ
პირადად ვნახე, თუ რა ხდება აჭარაში, იმერეთში, კახეთსა და თბილისში …
პირადად შემოვიარე, ელიავა, ლილო, იუსტიციის სახლი, ნავთლუხის ბაზარი, დეზერტირების ბაზარი, მოლები …
დამღლელი და გულდასაწყვეტიაა, რასაც ვუყურებ”,- წერს გიორგი ფხაკაძე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
Comments