04/05/2022
საქართველოში მორიგი კოვიდაფეთქება ივნის-ივლისშია მოსალოდნელი – ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ფხაკაძე აღნიშნავს, საქართველო აცრის მაჩვენებლით, აფრიკის დონეზეა.
„არ დაბოლდე.
მსოფლიოში დღეისათვის მოსახლეობის 67.1% აცრილია კოვიდვაქცინით ანუ 5 მილიარდზე მეტი ადამიანი აიცრა. როცა ფხაკაძე ამბობს, რომ საქართველო აფრიკის დონემდე არის დასული, აგერ, ბატონო თავად ნახეთ რუკა და პასუხსაც დაინახავთ… აღარ ვიძახი ხარისხიან/ეფექტურ ვაქცინებზე. იმიტომაც ზუსტად საქართველოში მორიგი კოვიდაფეთქება ივნის-ივლისშია მოსალოდნელი…
მზად ვართ ? არა. ამათ ხომ თქვეს, რომ კოვიდი საქართველოში აღარ არის, გილოცავთ. თვითონაც დაბოლილები არიან და ხალხსაც აბოლებენ…“, – წერს ფხაკაძე და ვაქცინაციის მოცვის ამსახველ ფოტოსაც აქვეყნებს.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
Comments