top of page

„საჭიროა, ქვეყანაში ერთიანი ელექტრონული ბაზა უნდა დაინერგოს, ვაქცინაციამდე“ – გიორგი ფხაკაძე

30/01/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი



„საჭიროა, მოხდეს ელექტრონული ბაზის შემუშავება, სადაც იქნება ყველა პაციენტის მონაცემები, ისტორია ასახული. იყო საშუალება ამ ვაქცინის პროგრამის ფარგლებში ერთი ჩანაწერი გაკეთებულიყო, – საქართველოში დანერგილიყო ელექტრონული ბარათი, მაგრამ ეს არ გაკეთდა. ყველა ევროპულ ქვეყანაში ადამიანს აქვს ელექტრონული ბარათი. ელექტრონული ბაზების უგულებელყოფა უმტკიცებს რწმებას, – ქვეყანაში სამედიცინო სფერო კორუფციული სქემებით იმართება.


ვრწმუნდები იმაში, რომ ეს ღრმა კორუფციული გარიგებები, რომელიც მოდიოდა შევარდნაძის პერიოდიდან, ისევ გრძელდება.


ეს ვაქცინები არის საგანგებო ვითარებაში შექმნილი, ბოლომდე არ არის შესწავლილი, ამიტომ სიფრთხილის გამოჩენა და ყველა შესაძლო გართულების წინასწარ გათვალისწინებაა საჭირო.


აუცილებელია, ვაქცინაციის დაწყებამდე ქვეყანაში ერთიანი ელექტრონული სისტემა დაინერგოს, რომ მოხდეს ვაქცინაციის დროს ალერგიული რეაქციების, ან სხვა გვერდითი მოვლენების მაქსიმალურად თავიდან არიდება“, – განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა, გიორგი ფხაკაძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



2 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page