top of page

„სიგარეტის მოწევა უფრო საშიშია და უფრო ცუდი შედეგი მოაქვს, ვიდრე მაიმუნის ყვავილს...“

30/05/2022


გიორგი ფხაკაძე „ტვ პირველის” გადაცემას ჩაერთო და განაცხადა, რომ საქართველოში მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებით ატეხილი პანიკა გადაჭარბებულია. ჯანდაცვის ექსპერტმა დასძინა, რომ ეს დაავადება მარტივად მიმდინარეობს ად ზოგჯერ მკურნალობასაც კი არ საჭიროებს, ამასთან, ევროპულ ქვეყნებში მაიმუნის ყვავილის შედარებით მსუბუქი ვერსიაა გავრცელებული.


„აფრიკაში ბევრი ვირუსი არის ენდემური. რაც შეეხება მაიმუნის ყვავილის ვირუსს, ეს არის საყურადღებო, მაგრამ საგანგაშო არაფერია და მოსახლეობამ არ უნდა ინერვიულოს. ვფიქრობ, მოსახლეობაში არასწორი პანიკა არის ატეხილი.

სიგარეტის მოწევა უფრო საშიშია და უფრო ცუდი შედეგი მოაქვს, ვიდრე ამ ვირუსს. ეს ვირუსი ძირითადად ვითარდება, ვრცელდება აფრიკაში. აფრიკაში ვირუსის 2 ვარიანტია. ერთი გავრცელებულია – კონგოში, მეორე – ნიგერიაში. ევროპაში და ამერიკაში გავრცელდა მეორე, რომელიც არის მსუბუქი და ისე მსუბუქად გადის ეს ვირუსი მკურნალობაც არ სჭირდება. 2-4 კვირის შემდეგ პაციენტი არის კარგ მდგომარეობაში.


საპანიკო არაფერია, საშიში არ არის, ვაქცინები და წამლები არსებობს. იმდენად მომზადებულია მსოფლიო ამ ვირუსთან ბრძოლაში, რომ არ უნდა შეგვეშინდეს. საქართველოსათვის არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს ეს ვირუსი. ერთ-ორ პაციენტს საქართველოს ჯანდაცვის სისტემა მიხედავს. საქართველოში საგანგაშოს ვერაფერს ვერ ვხედავ”, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil




4 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page