top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

„სიცოცხლის ფასს მანამდე ვერ იგებ, სანამ შენთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ...

01/08/2021

დეკანოზმა პეტრე კოლხმა საავტორო გადაცემაში „ჩარჩოს მიღმა“ პროფესორ გიორგი ფხაკაძესთან ერთად ისაუბრა სიცოცხლის შესახებ.


გადაცემის მიმდინარეობისას მოძღვარმა სულიერ სიმტკიცეზე, სათნოებაზე, ადამიანთა თანადგომაზე ილაპარაკა, ექიმმა და ჯანდაცვის ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ კი თემა სამედიცინო ჭრილში განიხილა.

ფხაკაძე ამბობს, რომ პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა როგორია უახლესი ადამიანის დაკარგვა და რის გაკეთება შეგვიძლია ჩვენ, სხვა ადამიანის გადასარჩენად.

„სამედიცინო პირბადე, ვაქცინაცია, დისტანცია… ერთმანეთის გამხნევება და გვერდით დგომა“.


მისივე განმარტებით, არ შეიძლება მშვიდად უყურო როგორ ინადგურებენ ადამიანები სიცოცხლეს. მათ უნდათ რჩევა. უნდა დავეხმაროთ სწორი არჩევანი გაკეთებაში და ეს არის ვაქცინაცია.

გადაცემის დასაწყისში დეკანოზმა განმარტა, სიცოცხლის ფასს მანამდე ვერ იგებ, სანამ შენთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება…

„სიცოცხლის ფასს მანამდე ვერ იგებ, სანამ შენთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება…

ჩვენ, უმადური და დაუნახავი ადამიანები არაფერს ვაფასებთ… ყოველი გათენება და დაღამება ჩვეულებრივი მოვლენა გვგონია… სინამდვილეში ეს არის სიცოცხლის კიდევ ერთი განივთებული სასწაული…

ღმერთი უხვად იმეტებს ჩვენთვის სასწაულებს, მაგრამ ამას დანახვა უნდა, დანახვა კი ყველას არ შეუძლია…

მზის ჩასვლას რომ უყურებ, ვითომ არაფერი, სინამდვილეში სიცოცხლე გარშემო მთელი სისავსით მოძრაობს და ჩვენც სიცოცხლისკენ გვაბრუნებს…


ჩინელებს აქვთ საინტერესო გამოთქმა -,,არ გაბედო სიკვდილი, სანამ ცოცხალი ხარ”… ჰო, როცა სუნთქავ, მკვდარს უნდა სჯობდეს შენი ყოფნა…

შეიძლება მიცვალებული ვერ წამოვაყენოთ, მაგრამ იმდენი უნდა შევძლოთ, ჩვენ გვერდით მყოფ ადამიანს სიცოცხლე თავიდან მოვანდომოთ…

ადამიანის მთავარი არსი სიცოცხლის დაცვაა…

როგორც გოდერძი ჩოხელი იტყოდა-

“- რა არის სიცოცხლე?

– სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა.

– სიკვდილი?

– სიკვდილიც სევდა არის, ადამიანად არყოფნის სევდა.”

სიცოცხლე მოძრაობაშია, სიხარულსა და ბედნიერებაში!..“- აღნიშნავს პეტრე კოლხი.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



15 views0 comments

Kommentare


Post: Blog2_Post
bottom of page