top of page

სრულად ვაქცინირებული ადამიანებისთვის რეკომენდაციები – „ამ წესებს აქაც გადმოიტანენ, რაც მაშინებს...

Updated: Feb 20, 2023

28/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი



ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის 27.04 განახლებული წესები:(https://bit.ly/3nzP64r),

– ქუჩაში, მცირე ჯგუფებად შექუჩებულ ადამიანებს, სადაც ყველა სრულადაა აცრილი, ნიღაბი აღარ მოეთხოვებათ. ნიღაბი კვლავ მოითხოვება ხალხმრავალ ადგილებზე!

– სრულად აცრილ თანამშრომლებს შეუძლიათ სამსახურში სიარული გააგრძელონ, თუნდაც ინფიცირებულთან ჰქონოდათ კონტაქტი და თუ სიმპტომები არ აქვთ.

– სრულად აცრილ უსიმპტომო ადამიანებს, ვისაც ინფიცირებულთან შეხება არ ჰქონია, რეგულარული შემოწმება აღარ მოეთხოვებათ.

– არასამედიცინო საერთო დაწესებულების მაცხოვრებლებს შეხება, თუ ჰქონდათ დაავადებულთან (მაგალითად, სტუდენტური საცხოვრებელი), საერთო კარანტინის მოთხოვნა მოიხსნა.

– იმუნიტეტდაქვეითებულ სრულად აცრილებს ექიმის თანხმობის შემთხვევაში შეუძლიათ ნიღბის ქუჩაში მოხსნა.

ყურადღება:

აკრძალვა მოეხსნათ მხოლოდ ფაიზერი/ მოდერნა/ ჯონსონი / ასტრაზენეკათი სრულად აცრილებს!

ყველა სხვა ვაქცინით აცრილებს ისევ მოუწევთ ნიღბის ტარება, სანამ ჯანმო არ დაადგენს რომ ეფექტურია!

ფოტოზე: დააკვირდით ნიღაბს სახეებზე

წითელი ზონა: ყველაზე საშიში ქცევა

ყვითელი ზონა: ნაკლებ საშიში

მწვანე: ყველაზე უსაფრთხო ქცევა.


სრულად ვაქცინირებული ადამიანებისთვის საჭირო ჯანდაცვის რეკომენდაციების კომპლექტი განახლდება და გაფართოვდება SARS-CoV-2 საზოგადოებაში გავრცელების დონის, სრულად აცრილი მოსახლეობის წილისა და COVID-19 ვაქცინების სწრაფად განვითარებადი მეცნიერების საფუძველზე.

„ამ წესებს აქაც გადმოიტანენ, რაც მაშინებს, რადგან ჩინური ვაქცინების ეფექტურობაში დარწმუნებული არ ვარ“, – წერს პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


 
 
 

Comments


Post: Blog2_Post
  • Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
bottom of page