top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

„სხვის სახლში /ოჯახში რომ იმყოფები, ზრდილობა იქონიეთ. 8,000-მდე „სტუმრის“ გაგდება მომიწია…“

Updated: Feb 18, 2023

18/08/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი


პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე აცხადებს:

„როცა შენმა რჩევამ კონკრეტული ადამიანი გადაარჩინა, ექიმისთვის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტისთვის ეს არის ყველაზე დიდი ჯილდო…

არავის არაფერს არ გაძალებთ, თუ დამიჯერებთ , კარგია, არ დამიჯერებ, გზა დიდია …

ეს არის ჩემი პირადი ფაისბუქგვერდი, ჩემი ვირტუალური პირადი სივრცე, ჩემი “ბიბლიოთეკის” ოთახი , სადაც ჩემს აზრებს, ანალიზს და, უბრალოდ, ჩემთვის საინტერესო სტატიებს ვაზიარებ და ყველასთვის კარები ღიაა, მაგრამ ზოგიერთებს ნამეტანი მოსდით. ზოგიერთებს ავიწყდებათ, რომ სხვის პირად სივრცეში არიან, სხვის სახლში სტუმრად არიან.

სამწუხაროა , რომ 8,000-მდე „სტუმრის“ გაგდება მომიწია, ჩემი „სახლიდან“. არავის არ ვაძალებ, (რეკლამაში ფულს არ ვიხდი, სხვებისგან განსხვავებით) ჩემთან რომ შემოვიდნენ… უბრალოდ, სხვის სახლში /ოჯახში რომ იმყოფები, ზრდილობა იქონიეთ.

არ მოგწონთ, გადით თქვენით, რამე მიუღებელია, ნუ გამოიწერთ ჩემს გვერდს « unfollow » გააკეთეთ და გირჩევთ, საერთოდ დაბლოკოთ ჩემი გვერდი. მე არ მაინტერესებს რამდენი „followers“- „like“ იქნება ჩემს გვერდზე და ჩემი გვერდის „რეიტინგი“ ხომ საერთოდ არ მაინტერესებს.

გაიგეთ, ეს არის ჩემი პირადი სივრცე.

ჩემი ვირტუალური „ბიბლიოთეკა“ ღიაა ყველასთვის, უბრალოდ, ერთმანეთს ვცეთ პატივი.

ჯანმრთელობას გისურვებთ“,- წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.


MD, MPH, PhD




3 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page