28/01/2021
აშშ-ში და ევროპაში შიდსით დაავადებულებს ახალი მეთოდით უმკურნალებენ. აშშ-ს მარეგულირებელმა ახალი პრეპარატი უკვე დაარეგისტრირდა. მანამდე კი ის ევროპაში დაამტკიცეს.
პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და იმედს გამოთქვამს, რომ წამალი მალე საქართველოშიც იქნება ხელმისაწვდომი.
„უმაგრესი ამბავია !!!
აივ ინფექციის/შიდსის მკურნალობის ახალი მეთოდი უკვე ხელმისაწვდომია!!! გახსოვთ, 2-3 წლის წინ ჩემი მოსაზრებები?!
ევროპაში გასულ თვეს და ახლა შეერთებულ შტატებში დარეგისტირდა პრეპარატი, რომელიც თვეში ერთხელ კეთდება (აივ ინფექციის/შიდსის მკურნალობის ახალი მეთოდი HIV treatment) !!! სულ მალე გვექნება. ორ თვეში ერთხელ და ასე, ეტაპობრივად, მივდივართ წელიწადში ერთხელ გასაკეთებელ წამლამდე!!!
ეს არის როგორც სამკურნალო, ასევე პრევენციის (PREP) საუკეთესო საშუალება!!!
იმედი მაქვს, რომ ეს წამლები მალე საქართველოშიც იქნება ხელმისაწვდომი“. – წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
Comments