01/10/2022
ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე, რომელიც საფარანგეთში მოღვაწეობს სოციალურ ქსელში ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
„უმაგრესი ამბავი! აივ ინფექციის ახალი წამალი დაამტკიცა ევროკავშირის წამლის სააგენტომ, ეს ნამდვილად უდიდესი სიახლეა.
აივ ინფიცირებული ყოველდღიური წამლის მიღების მაგივრად გაიკეთებს 6 თვეში ერთხელ ერთ ინექციას - “Sunlenca® (Lenacapavir)“. ასევე, პრევენციის მიზნით ეს წამალი შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც პრეპი ( პრეექსპოზიციური პროფილაქტიკა). აივ ინფექცია/შიდსის პრევენციის მეთოდია. ყოველდღიურად 1 აბის მიღებით, პრეპი აივ ინფექციისგან 99%-მდე დაგიცავთ. და ახლა კი 6 თვეში ერთხელ იქნება საკმარისი. როგორც შეგპირდით, კარგი ახალი ამბები გვექნება ამ წელს. ჯანმრთელობას გისურვებთ…“ - ავრცელებს გიორგი ფხაკაძე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
Comments