top of page

„უნდა გაერთიანდეთ, რომ ოქტომბრამდე ცოცხალი მივიდეს ამომრჩეველი“ – გიორგი ფხაკაძე

Writer's picture: Giorgi PkhakadzeGiorgi Pkhakadze

22/07/2021



აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელმა, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ საქართველოში არსებულ ეპიდსიტუაციაზე ფეისბუქ-ლაივის მეშვეობით ისაუბრა.


მისი თქმით, ქვეყანაში ძალიან რთული სიტუაციაა და აუცილებელია, არ არის დაპირისპირების დრო და ამ ვერაგი ვირუსის დასამარცხებლად ყველა ერთად უნდა გაერთიანდეს.


„უნდა მოხდეს მთელი საზოგადოების მობილიზება, ყველა პოლიტიკური პარტიის. ახლა ხომ გაქვთ არჩევნები, აბა, თქვენ იცით, ხომ შეიძლება, გადადოთ პოლიტიკური მერკანტილური მიზნები და ადამიანთა სიცოცხლეების გადასარჩენად გაერთიანდეთ, რომ ოქტომბრამდე ცოცხალი მივიდეს თქვენი ამომრჩეველი?! ხომ უნდა ჩაგიგდოთ ვიღაცამ საარჩევნო ბიულეტენი?! ხოდა გადაარჩინეთ ეს ხალხი ახლა.


როცა ჩვენს ქვეყანაში კრიტიკული სიტუაციები დგებოდა, ჩვენ ვერთიანდებოდით. მჯერა, ამას ახლაც მოვახერხებთ. გადავდოთ უთანხმოებები და ხვალინდელ დღეზე ვიფიქროთ. ჯანმრთელობა გისურვებთ,“ – ამბობს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе





Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



5 views0 comments

Bình luận


Post: Blog2_Post
bottom of page