უნდა გაერთიანდეთ, რომ ოქტომბრამდე ცოცხალი მივიდეს ამომრჩეველი, ხომ უნდა ჩაგიგდოთ ვიღაცამ ბიულეტენი?!
- Giorgi Pkhakadze
- Mar 17, 2023
- 1 min read
22/07/2021

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ საქართველოში არსებულ ეპიდსიტუაციაზეფეისბუქ-ლაივისმეშვეობით ისაუბრა.
მისი თქმით, ქვეყანაში ძალიან რთული სიტუაციაა და აუცილებელია, არ არის დაპირისპირების დრო და ამ ვერაგი ვირუსის დასამარცხებლად ყველა ერთად უნდა გაერთიანდეს.
„უნდა მოხდეს მთელი საზოგადოების მობილიზება, ყველა პოლიტიკური პარტიის. ახლა ხომ გაქვთ არჩევნები, აბა, თქვენ იცით, ხომ შეიძლება, გადადოთ პოლიტიკური მერკანტილური მიზნები და ადამიანთა სიცოცხლეების გადასარჩენად გაერთიანდეთ, რომ ოქტომბრამდე ცოცხალი მივიდეს თქვენი ამომრჩეველი?! ხომ უნდა ჩაგიგდოთ ვიღაცამ საარჩევნო ბიულეტენი?! ხოდა გადაარჩინეთ ეს ხალხი ახლა.
როცა ჩვენს ქვეყანაში კრიტიკული სიტუაციები დგებოდა, ჩვენ ვერთიანდებოდით. მჯერა, ამას ახლაც მოვახერხებთ. გადავდოთ უთანხმოებები და ხვალინდელ დღეზე ვიფიქროთ. ჯანმრთელობა გისურვებთ,“ – ამბობს გიორგი ფხაკაძე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
Yorumlar