10/06/2021
ჯანდაცვის დამოუკიდებელმა ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ რამდენიმე თვის წინ დააანონსა, რომ იწყებდა სამედიცინო დაწესებულებების როგორც „გაშავებას“, ასევე „გამწვანებას“ და განმარტა, რომ ამ მხრივ, ადამიანები საუკეთესო პირობებს იმსახურებენ.
პირველი ქართული სადაზღვევო კომპანია, რომელმაც საფრანგეთის ჯანდაცვის ხარისხის აკრედიტაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან – ACCRÉDITATION SANS FRONTIÈRES – თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, “არდია“.
ამით კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა განსაკუთრებით მაღალი ხარისხის ჯანმრთელობის დაზღვევის სერვისების მიმართულებით.
მემორანდუმის ფარგლებში, “არდის“ ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამების მომსახურე ყველა ოჯახის ექიმი, ჩაერთვება უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამაში. ხოლო პრიორიტეტული პროვაიდერი კლინიკებისთვის კი “არდისთან“ თანამშრომლობის ერთ-ერთი პირობა იქნება ხარისხის აკრედიტაცია, რომელსაც გაივლიან სრულიად უფასოდ ამ მემორანდუმის საფუძველზე და დადებითი შეფასების შემთხვევაში მიიღებენ ხარისხის საერთაშორისო სერტიფიკატს.
უპრეცედენტო მემორანდუმს ხელი ციფრულად, საქართველოში “არდის“ სამედიცინო დაზღვევის დირექტორმა – ეკა ერგემლიძემ, ხოლო საფრანგეთში, ACCRÉDITATION SANS FRONTIÈRE-ს პრეზიდენტმა – გიორგი ფხაკაძემ მოაწერეს.
აქვე, გიორგი ფხაკაძის განმარტებით, პირველად საქართველში, 2021 წლის 10 ივნისიდან ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი, ნებაყოფლობითი, მიუკერძოებელი უწყვეტი სამედიცინო განათლების (CME) კრედიტ ქულების სისტემა. ASF ხელს შეუწყობს სამედიცინო საგანმანათლებლო ტრეინინგის, სემინარის, კონფერენციის, ვორქშოფის და ა.შ დაგეგმვას, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და უწყვეტი სამედიცინო განათლების კრედიტ ქულების მინიჭებას.
„ფრანგული საერთაშორისო ორგანიზაცია “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე”Accréditation Sans Frontières (ASF) –ის ერთ-ერთი რგოლი წარმოდგენილია უწყვეტი სამედიცინო განათლების კომიტეტით, (Continuous Medical Education Committee (CMEC) რომლის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს უწყვეტი სამედიცინო განათლების მიმართულებით მუშაობა.
ASF ხელს შეუწყობს სამედიცინო საგანმანათლებლო ტრეინინგის, სემინარის, კონფერენციის, ვორქშოფისდა ა.შ დაგეგმვას, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და უწყვეტი სამედიცინო განათლების კრედიტ ქულების მინიჭებას.
ეს საკითხი მნიშვნელოვანია როგორც ტრენერების, სპიკერების და ზოგადად სამედიცინო აქტივობების ორგანიზატორებისთვის, ასევე მათთვის ვინც დაინტერესებულია იყოს აქტიური მსმენელი და მოიპოვოს ACFCME-ს ქულები.
ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ www.accreditation.ge/cme
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით Email: cme@accreditation.ge,- აღნიშნავს ფხაკაძე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
Comments