12/08/2021
ავტორი: ირინა დათაშვილი
„საღმა აზრმა გაიმარჯვა! დაგვიანებული, მაგრამ სწორი გადაწყვეტილებაა. სამედიცინო პირბადე ყველგან და ყოველთვის ! დისტანციის დაცვა ყველგან, საყოველთაო ვაქცინაცია (12 წლიდან „ფაიზერის“ ვაქცინაცია დავიწყოთ) დავიცვათ სიცოცხლე. საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ გადაწყვეტილებებს გავეცანი. საღმა აზრმა გაიმარჯვა. სწორი გადაწყვეტილებები მიიღეს, მართალია, ძალიან დააგვიანეს და ეს გადაწყვეტილება 1 ივლისს რომ მიღებულიყო, ახლა სულ სხვა სიტუაცია იქნებოდა ქვეყანაში – ნაკლები სიკვდილიანობა, ნაკლები დაინვალიდება, ნაკლები პრობლემები ჯანდაცვაში. მაგრამ რაც არის, არის.
მთავარია, ახლა სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რასაც სრულიად ვეთანხმები. ფაქტიურად ყველა პუნქტს ვეთანხმები. მეტიც, დავამატებდი, რომ უფრო მკაცრებიც უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ, როგორც ჩანს პოლიტიკური და ეკონომიკური მიზეზების გამო მეტს ვერ აკეთებენ.
ძალიან სწორად მოიქცნენ, რომ ქვეყანა არ ჩაკეტეს. მე ამ ბოლო დროს წინააღმდეგი ვიყავი ქვეყნის ჩაკეტვის, რადგან ბოლო სამი ჩაკეტვით ვერაფერი ვისწავლეთ და აზრი არ ჰქონდა. ე.წ. წერტილოვანი, მიზანდასახული რეგულაციები მიღებულია. ახლა მთავარია ამ რეგულაციების აღსრულება;
ერთადერთ კომპონენტში არ ვეთანხმები, რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს. მე ვთვლი, რომ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს სხვანაირად ორგანიზებული. პირიქით, უნდა იყოს ბევრი ავტობუსი, რომ ტრანსპორტში ნაკლები ხალხი იყოს. მეტრო კი დასაკეტია“, – წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე საქართველოში დაწესებული ახალი შეზღუდვები შესახებ.
უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ახალი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო: -„შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს; სრულად იზღუდება ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები; იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა. სახელმწიფო უზრუნველყოფს ძირითად ამცრელ დაწესებულებებთან მოსახლეობის რეგულარულ ტრანსპორტირებას. საკოორდინაციო საბჭოს წევრებს დღევანდელ სხდომაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მიმართა რეკომენდაციით, სექტემბრიდან, კვების ობიექტებში, სპა სალონებში, ფიტნესცენტრებსა და მსგავსი ტიპის დაწესებულებებში, პირთა დაშვება შესაძლებელი გახდეს ვაქცინით ერთი აცრის ან სრული კურსის, ბოლო 72 საათში ჩატარებული პისიარ ან ბოლო 24 საათში ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე. საბჭო აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებს და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოებას ეცნობება. კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, დასაშვები იქნება 23:00 საათამდე. საჯარო უწყებებს ეძლევათ დავალება, მაქსიმალურად გადაიყვანონ თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე და ანალოგიური რეკომენდაციით მივმართავთ კერძო სექტორს”.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
留言