28/07/2021

პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრატურა (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD), საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი გიორგი ფხაკაძე ანტივაქცერებს მიმართავს და ამბობს, რომ მშვიდად ვერ უყურებს, როგორ იკლავენ ეს ადამიანები თავს.
პროფესორი ქართული ფილმიდან „ნატვრის ხე“ კადრს აზიარებს და წერს, რომ ზოგიერთი ვაქცინის შექმნის მეთოდს ახსენებს.
„გენიალურია … ვუსმენ და მგონია, რუსული და ჩინური ვაქცინების დამზადების საიდუმლო აღმოვაჩინე … ისინი ხომ “ტრადიციული” მეთოდით მზადდება.
ხუმრობა იქეთ იყოს, რუსები არც კი ცდილობენ, საზოგადოება მეცნიერულად დაარწმუნონ, რომ მათი ვაქცინა ეფექტური და უსაფრთხოა. ჩინელებმა აგერ შრილანკაში დააფინანსეს 282 კაციანი კვლევა და ბევრი სხვა ანალოგიური “მეცნიერული/აკადემიური” “სასწაული” დააფინანსეს, მაგრამ მაინც ვერ ჭრის ეს ამბავი.
ფაიზერი დღეს არის ყველაზე ეფექტური ვაქცინა და ჩემს მეგობრებს რჩევას გაძლევთ, დროზე აიცერით ფაიზერით, სადაც არ უნდა იყოთ …. უშველეთ და დაეხმარეთ საკუთარ თავს და ყველა იმ ადამიანს, ვინც არის თქვენს ირგვლივ.
მარტო ფაიზერი არ არის გამოსავალი. გამოსავალი არის:
სამედიცინო პირბადე + დისტანცია/თავშეყრილობებისგან მორიდება + ეფექტური ვაქცინაცია (ფაიზერი 2 დოზა – საქართველოში უკვე არის… ან დაბალეფექტური ვაქცინის შემდეგ 1 დოზა ფაიზერის ბუსტერი – ჯერ საქართველოში არაო). ჯანმრთელობას გისურვებთ“,- წერს გიორგი ფხაკაძე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
Commentaires