top of page

“უწყვეტი სამედიცინო განათლება განადგურდა 2004 წლიდან, მიხეილ სააკაშვილი რომ მოვიდა, დედა უტირა!”

22/03/2021

“მთავარი ექიმები და მენეჯერები ისე უყურებენ საავადმყოფოს, როგორც კარტოფილის ბაზას! ასევეა სამინისტროც! ეს კომუნისტები რატომ ვერ გაუშვით სახლში?! მავნებლები! – უნდა გაუშვათ პენსიაზე! წავიდეს კერძო სექტორში”, – ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროში ექსპერტმა, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ჯანდაცვის სფეროში სისტემური პრობლემებია, რომელიც ჯერ კიდევ 2004 წლიდან დაიწყო, როცა მიხეილ სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში.

“სიმართლის მთქმელი არავინ დარჩა ქვეყანაში! ყველა არის გაბოროტებული, სამედიცინო სფეროში საერთოდ გაბოროტებულია უმრავლესობა, განსაკუთრებით – მმართველობის გუნდში! მთავარი ექიმები და მენეჯერები ისე უყურებენ საავადმყოფოს, როგორც კარტოფილის ბაზას! ასევეა სამინისტროც! ეს კომუნისტები რატომ ვერ გაუშვით სახლში?! მავნებლები! – უნდა გაუშვათ პენსიაზე! წავიდეს კერძო სექტორში. სახელმწიფო სამსახურში ერთი კომუნისტი არ უნდა იყოს! მე რომ მკითხო, არც პარლამენტში უნდა იყოს! ხომ იცით, რაც მოხდა!.. ვინც ხართ დამნაშავე!

ჩამოვთვლი, რაც იყო შეცდომები: 82 ექსპერტო, რომლებმაც ე.წ. ვაქცინაციის გეგმა გააკეთეთ, ხომ გითხარით, რომ ეს არის „სადღეგრძელო“, არ არის მზად საავადმყოფოები, 551 მულტიპროფილური საავადმყოფო რომ იქნება საქართველოში, დაფიქსირდით! ყოფილი მინისტრები რომ ხართ, ყოფილი კომიტეტის თავმჯდომარეები, თქვენ ხართ დამნაშავეები! – გაანადგურეთ ეს ქვეყანა! როცა იყავით სათავეში, რატომ არ გააკეთეთ, რაც იყო გასაკეთებელი?! უწყვეტი სამედიცინო განათლება განადგურდა 2004 წლიდან, მიხეილ სააკაშვილი რომ მოვიდა, დედა უტირა! „კარგი“ რეფორმა გააკეთეთ, გააგრძელეთ!.. ფულს აკეთებენ ბიჭები! გამოდიან და ამბობენ, ჯანდაცვის ექსპერტები ვართო, გადახედეთ ტელევიზიებს, ერთ ტელევიზიას თავისი ექსპერტი ჰყავს, მეორე ტელევიზიას – თავისი.”, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ექთანი, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტის შესწავლა დაიწყო რეგულირების სააგენტომ, რათა დადგინდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ახალგაზრდა ქალის მძიმე მდგომარეობასა და ვაქცინას შორის.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



2 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page