14/12/2021
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში „ფაიზერის“ მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო აბის ეფექტიანობაზე წერს.
მისი თქმით, კვლევამ, რომელიც ჯერ კიდევ „ომიკრონის“ შტამის გამოჩენამდე ჩატარდა, აჩვენა, რომ აღნიშნული პრეპარატი ჰოსპიტალიზაციისგან 70%-ით იცავს.
„ფაიზერის“ ახალი კოვიდ აბი საინტერესოა, მაგრამ არ აღმოჩნდა ისეთი ძლიერი, როგორც ყველა ელოდებოდა. მოლოდინი იყო 90% ეფექტური დაცვა პაციენტების…
თავად „ფაიზერის“ მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მისი აბი მხოლოდ ამცირებს ჰოსპიტალიზაციას (საავადმყოფოში დაწოლას მძიმე სიმპტომებით) დაახლოებით 70%-ით (კვლევა „ომიკრონამდე“ იყო ჩატარებული). სავარაუდოდ ეს 70%-იც დაიცავს…
ნუ ელოდებით „მაგიურ” წამალს ან „უკვდავების ელექსირს”, გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე. ჯანმრთელობას გისურვებთ“, - წერს გიორგი ფხაკაძე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
Kommentare