26 სექტემბერი, 2021
„ამერიკის წამლის სააგენტომ 2021 წლის 22 აგვისტოდან დაადგინა, რომ „ფაიზერის” ვაქცინის ვარგისიანობის ვადა გაზრდილია 6 თვიდან 9 თვემდე.
პრაქტიკულად, “ფაიზერის” ყველა ვაქცინის ვარგისიანობა ითვლება შემდეგნაირად: წარმოების თარიღი + 9 თვე! შენახვის პირობები (-90 გრადუსიდან -60 გრადუსამდე) ასევე, ულტრა დაბალი ტემპერატურიდან ნორმალურ, დაბალ ტეპერატურაზე (2°C-დან 8°C-მდე) ვაქცინა შესაძლოა, შენახულ იქნას 31 დღე.
დასკვნა: “ფაიზერის” ვაქცინა წარმოებიდან მოხმარებამდე/გამოყენებამდე შეიძლება, შენახულ იქნას 10 თვე. “ფაიზერის” კოვიდვაქცინის შენახვის ვადა ამჟამად არის 10 თვე! Pfizer – “ფაიზერის” ვაქცინის ულტრა დაბალ ტემპერატურაზე (-90 გრადუსიდან -60 გრადუსამდე) შენახვის ვადა არის 6 თვე. ეს არის მწარმოებლის ოფიციალური ინსტრუქცია“, – წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.
---
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
---
ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil.
Comments