17/05/2021
ავტორი: ირინა დათაშვილი
„ფაიზერი“ ამ ეტაპზე არის ლიდერი. შემდეგ ადგილზეა „მოდერნა“. ამას წინათ ჩემს ფეისბუქგვერდზე დავდე კვლევა, სადაც ჩანს, რომ „ფაიზერი“ სამხრეთ აფრიკული შტამის წინააღმდეგაც ეფექტურია. „მოდერნა“ ცდილობს, გააკეთოს „აბდეითი“ ახალი შტამების წინააღმდეგ, იმედია, გამოუვა.
ხომ არის სხვადასხვატიპის მანქანები, ზოგი კომფორტულია, ზოგი – ნაკლებად, მაგრამ ხომ წაგიყვანს მაინც. ზოგი ვაქცინა ჟიგულივითაა, „ფაიზერი“ არის „როლსროისი“. მალე „ფაიზერის; ფასის 170 დოლარამდეგაზრდას აპირებენ. ბიზნესი მაინც ბიზნესია!
ამ ეტაპზეცრაც ვიცით – მაგალითად, სპერმის ხარისხზე კვლევებმა აჩვენა, „ფაიზერთან“ ამ კუთხით ყველაფერი წესრიგშია, „ატრაზენეკასთან“ მიმართებაში არ ვიცით. „ფაიზერს“ აქვე კარგი შედეგი მეძუძურ დედებში – არა მარტო დედა, ბავშვიც დაცულია. პატარა კვლევაა, მაგრამ საიმედო.
სხვა ვაქცინებზე ასეთი კვლევები არ არის და ეს არ არის ჩემი ბრალი. მე გაწვდით იმას, რაც არის.
-„ასრტაზენეკა“ ბევრმა ქვეყანამ შეაჩერა, ევროკავშირი „ასტრაზენეკას“ აღარ ყიდულობს. მასთან დაკავშირებით ბევრი შეკითხვაა, მაგრამ საკითხს უნდა შევხედოთ ასე:
– ჩვენ ვსაუბრობთ გადაუდებელ სიტუაციაში გამოსაყენებელ ვაქცინებზე. როცა სრულყოფილი შეიარაღება არა გაქვს, როცა არა გაქვს ავტომატი, დანაც გამოგადგება – ასეა საქმე აქაც. კორონავირუსთან ომში გვაქვს დანები, ხანჯლები და ა.შ. ეს ვაქცინები სხვადასხვა ტიპის იარაღებია, ზოგი უფრო ეფექტურია, ზოგი კი ნაკლებად, ვიბრძვით იმით, რაც გვაქვს. იდეალური და 100%-იანი ვაქცინაარ არსებობს.
არის პლიუსებიდა მინუსები, მთლად უარაფრობას, სჯობს. ბევრი ქვეყანა „ასტრაზენეკას“ მოიხმარს, რადგან სხვა გამოსავალი არ არის.“, – აცხადებს პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაციასაზღვრების გარეშე“ ხელმძვანელიგიორგი ფხაკაძე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Comments