21/02/2021
ავტორი: ირინა დათაშვილი
„ისრაელში მოსახლეობის 50% “ფაიზერის” ერთი დოზით მაინც აიცრა.„ფაიზერი” სიკვდილიანობასა და ავადობას 95.8% ამცირებს. სუნთქვის პრობლემებისა და სიცხიანობის საფრთხე ფაიზერით აცრილებში 98% მცირდება.
ისრაელში ყველასთვის ღიაა: მუზეუმები, ზოოპარკები, მაღაზიები, სავაჭრო ცენტრები და ბიბლიოთეკები. აცრის დამადასტურებელი “მწვანე პასპორტით” მოსახლეობა დაიშვება სავარჯიშო დარბაზებში, სინაგოგებსა და სასტუმროებში, კონცერტებსა და სპორტულ სანახაობებზე 75% დატვირთვით: 300 ადამიანამდე შენობაში, 500-მდე, გარეთ. “პასპორტი”მობილურში ყენდება, გაიცემა ვირუსისგან გამოჯანმრთელებულ ადამიანებზეც, რომლებსაც ჯერ აცრა არ უწევთ. სავალდებულოა, ფიზიკური დისტანციის დაცვა და ნიღბის ტარება.
აეროპორტები ორ კვირაში გაიხსნება. ამ დროისთვის, 50 წლის ზემოთ მოსახლეთა 95% იქნება აცრილი“, -აცხადებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივანი და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე. ისრაელში, ვინც კორონავირუსის ვაქცინა გაიკეთა, „მწვანე საშვს” მიიღებენ. ისრაელში კორონავირუსზე აცრა მოსახლეობის 50%-ს ჩაუტარდა. წერს გამოცემა The Guardian.
მათ უფლება ექნებათ ისარგებლონ სპორტ დარბაზებით, ესტუმრონ სასტუმროებს, საცურაო აუზებს, დაესწრონ კონცერტებს.ბარებსა და რესტორნებში წასვლა მარტიდან შეეძლებათ.
შეზღუდვები არ გავრცელდება 16 წლამდე პირებზეც, შესაძლოა, მათ კორონავირუსის ტესტის უარყოფითი პასუხი დასჭირდეთ.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Kommentarer