03/02/2021
ავტორი: ირინა დათაშვილი
ფილტვები და კოვიდი – COVID-19 – ის შემდგომ ფილტვების რეაბილიტაცია !
როდის უნდა მიმართოთ ექიმს? როგორ უნდა ვმართოთ ფილტვების პრობლემები საავადმყოებში?
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივანი და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე:
-გვყავს ძალიან საინტერესო სტუმარი, ჩემი მეგობარი (მთელი ოჯახია ჩემი მეგობარი), ახალგაზრდა სპეციალისტი, პულმონოლოგი (ფილტვების ექიმი), თერაპევტი, ელენე ხურციძე. ევროპაში აქვს მიღებული გამოცდილება არაერთ ცნობილ ადამიანებთან.
ელენე ხურციძე: -თქვენ თუ ძალიან იღლებით, ეს არასწორია, აქტივობის პროცესი უნდა უნდა იყოს პაციენტზე მორგებული, პაციენტის შესაძლებლობების მიხედვით დაგეგმილი. ქრონიკული და თანხმლები დაავადებების, ასაკის გათვალისწინებით და დაავადების სიმძიმის გათვალისწინებით, ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სუნთქვის გაძნელება, ხველა, მაღალი ცხელება, ჰაერის უკმარისობა, ძირითადად ასეთი პაციენტები გადადიან კლინიკაში და კლინიკაში ხდება მათი მკურნალობა, კონკრეტული ერთი მედიკამენტი არ არსებობს, კორონავირუსისგან რომ განიკურნოს ადამიანი, ანტიბიოტიკების გამოყენება მსუბუქ პაციენტებში არ არის რეკომენდირებული, მძიმე პაციენტებში თავისი კრიტერიუმები გააჩნია – მივცეთ თუ არა?! აქტივობის პროცესი უნდა იყოს პაციენტზე მორგებული და პაციენტის შესაძლებლობების მიხედვით დაგეგმილი. სახლში, ვურჩევთ პაციენტებს, ყველაზე მარტივს – ბუშტების გაბერვა იმისთვის, რომ სუნთქვითი ვარჯიშები გააკეთოს.
კლინიკაშიც იწყება ფიზიოთერაპიის ნაწილი, პაციენტს თუ აქვს ხველა ნახველით, ნახველის გამოდევნა ძალიან დიდ შვებას აძლევს პაციენტს და ამარტივებს მკურნალობას. გარდა, მედიკამენტების გამოყენებისა, შეგვიძლია პაციენტს ვურჩიოთ სხდასხვა აქტივობა.
გიორგი ფხაკაძე: – კარგია, ათი ათასი ნაბიჯი გაიაროს ადამიანმა და საათნახევარი იყოს ქუჩაში, მაგრამ თუ ის გრძნობს, რომ ვერ არის კარგად, – ჰაერი არ ყოფნის, სჯობს, გაჩერდეს, დაისვენოს, ძალიან რბილად ისუნთქოს…
მე ყოველთვის ვაძლებ რეკომენდაციას, – იარეთ, იმიტომ, რომ ყველასთვის სირბილი არაა.
ელენე ხურციძე: -ყველაზე მინიმალური აქტივობა, როდესაც იღლება ადამიანი, შეიძლება კედელს მიეყუდოს და ასეთ მდგომარეობაში გაჩერდეს. უმრავლეს შემთხვევაში, ჟანგნაბდამოკიდებული პაციენტები ზოგჯერ იმასაც ვერ ახერხებენ, ფეხზე რომ წამოდგნენ… რეკომენდაციაში ისიც წერია, რომ, შეგიძლიათ, მაგიდას დაეყრდნოთ ხელებით და ისე დადგეთ…
გიორგი ფხაკაძე: -კოვიდის დროს როცა გვაქვს ფილტვების პრობლემა, ჩვენ ვიცით, რომ (არაერთი კვლევა დაიბეჭდა), ვისაც ჰქონდა სიმპტომური კოვიდი, ამ პაციენტების 30 პროცენტი, სამწუხაროდ, 5-6 თვეში ბრუნდებიან საავადმყოფოებში, ძირითადად აქვთ ე.წ. გრძელი კოვიდი. საფრანგეთში ეძახიან „თეთრ კოვიდს“.
არის ახალი კვლევები, ის ადამიანები, ვინც არ გადაიტანეს კოვიდი სიმპტომურად…
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Comentarios