18/08/2021
ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ ერთი კონკრეტული მოქალაქე მისმა რჩევებმა ვირუსისგან დაიცვა.
„როცა შენმა რჩევამ კონკრეტული ადამიანი გადაარჩინა, ექიმისთვის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტისთვის ეს არის ყველაზე დიდი ჯილდო…
არავის არაფერს არ გაძალებთ, თუ დამიჯერებთ, კარგია, არ დამიჯერებ, გზა დიდია ….
ეს არის ჩემი პირადი ფაისბუქგვერდი, ჩემი ვირტუალური პირადი სივრცე, ჩემი “ბიბლიოთეკის” ოთახი , სადაც ჩემს აზრებს, ანალიზს და, უბრალოდ, ჩემთვის საინტერესო სტატიებს ვაზიარებ და ყველასთვის კარები ღიაა, მაგრამ ზოგიერთებს ნამეტანი მოსდით.
ზოგიერთებს ავიწყდებათ, რომ სხვის პირად სივრცეში არიან, სხვის სახლში სტუმრად არიან. სამწუხაროა , რომ 8,000- მდე “სტუმრის” გაგდება მომიწია, ჩემი “სახლიდან”. არავის არ ვაძალებ, (რეკლამაში ფულს არ ვიხდი, სხვებისგან განსხვავებით) ჩემთან რომ შემოვიდნენ… უბრალოდ, სხვის სახლში /ოჯახში რომ იმყოფები, ზრდილობა იქონიეთ.
არ მოგწონთ, გადით თქვენით, რამე მიუღებელია, ნუ გამოიწერთ ჩემს გვერდს « ანფოლოუ » გააკეთეთ და გირჩევთ, საერთოდ დაბლოკოთ ჩემი გვერდი. მე არ მაინტერესებს რამდენი “ფოლოვერი”- “ლაიქი” იქნება ჩემს გვერდზე და ჩემი გვერდის “რეიტინგი “ ხომ საერთოდ არ მაინტერესებს.
გაიგეთ , ეს არის ჩემი პირადი სივრცე.
ჩემი ვირტუალური “ბიბლიოთეკა” ღიაა ყველასთვის, უბრალოდ, ერთმანეთს ვცეთ პატივი.
ჯანმრთელობას გისურვებთ 🙂“. – წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, გიორგი ფხაკაძემ გასულ კვირას განაცხადა, რომ თავისი საქმე შეასრულა და ფეისბუქლაივები აღარ ექნებოდა.
სოციალური ქსელის მომხმარებელი, რომელიც ფხაკაძის რჩევამ ვირუსისგან იხსნა, წერს, რომ ძალიან დააკლდა გიორგი ფხაკაძის ლაივები.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
Comments