16/08/2021
ჯანდაცვის ექსპერტი პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ინფექციურ საავადმყოფოში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
ფხაკაძის თქმით, ექიმები გმირები არიან და უმრავლესობა მათ დასახმარბლად არაფერს აკეთებს.
„ ჩვენი გმირები❗️
ჩვენი ჯარისკაცები❗️
თქვენ რა გააკეთეთ ჩვენი ჯარისკაცების დასახმარებლად?!
ვინც ხართ მტრის მხარეს, ხართ ქვეყნის და ერის მოღალატეები❗️
ამ ომში ჯარისკსცების რაოდენობა არ არის საკმარისი და ჩვენ ყველა ერთად უნდა დავეხმაროთ ჩვენს ჯარს:
📌გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე❗️ (2 წლის ასაკიდან აცრილი და აუცრელი ადამიანები).
📌დარჩით სახლში და მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს❗️
📌აიცერით “ფაიზერის” ვაქცინით, რაც შეიძლება მალე❗️
თხოვნა – ვინც აიცერით, ეს არ ნიშნავს, რომ აცრის ცენტრიდან პირდაპირ საყვარელთან ან მეგობრებთან საქეიფოდ უნდა წახვიდეთ, აცრა მხოლოდ გეხმარებათ და 100%-ით არ გიცავთ ინფიცირებისგან, შეიგნეთ ეს❗️
p.s : სურათი შემხვდა ინტერნეტში თბილისის რესპუბლიკური საავადყოფოა. ავტორი არ ვიცი, ვინ არის“, -წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/fkhakadze-tqven-ra-gaaketet-chveni-jariskacebis-dasakhmareblad
Comentários