top of page

ფხაკაძე ია ფარულავაზე: "ტვინი წაიღო, მოვიდა ჩემთან სახლში, რა მექნა, ქალი ლეგენდაა, უარი ვერ ვუთხარი

Writer's picture: Giorgi PkhakadzeGiorgi Pkhakadze

03/10/2021

რამდენიმე დღის წინ, მსახიობმა, ტელეწამყვანმა, ია ფარულავამ “ინსტაგრამზე” გამოაქვეყნა გიორგი ფხაკაძის სახლში გადაღებული ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ ია ფარულავა სახლის დათვალიერებისას აღფრთოვანებას ვერ მალავს.

ამავე ვიდეობიდან გაირკვა, რომ ჯანდაცვის ექსპერტი გადაცემა “ფარული კონვერტის” სტუმარი იქნება, თუმცა მან სტუდიაში მისვლაზე უარი განაცხადა, რის გამოც გადაცემის ჩაწერა სახლში დაიგეგმა.

ცოტა ხნის წინ, თავად გიორგი ფხაკაძემ ისაუბრა ია ფარულავასთან შეხვედრის დეტალებზე სოციალურ ქსელში გავრცელებულ მორიგ ვიდემიმართვაში. ვიდეო: “ისტორიული ძეგლის სტატუსი აქვს” – ია ფარულავა გიორგი ფხაკაძეს თბილისში, სახლში ესტუმრა

“ია ფარულავამ ტვინი წაიღო, მოვიდა ჩემთან სახლში, ნუ, რა უნდა მექნა, ქალი ლეგენდა, უარი ვერ ვუთხარი ვერაფერზე, ცუდი არაფერი იფიქროთ, მაგრამ ყველამ იცის, რომ მე სტუდიებში არ დავდივარ. გამორიცხულია-მეთქი სტუდიაში ჩემი მისვლა.მხოლოდ სუფთა ჰაერზე.

საბოლოო ჯამში მთხოვეს, რომ გავაკეთოთ განსხვავებული გადაცემაო, რაღაცა კონვერტიო, არ ვიცი, მე ტელევიზორს არ ვუყურებ. მოკლედ, გამომიგზავნეს ქუთაისში “შპიონები”, გადავიღეთ რაღაცები და მგონი, ორშაბათს არის გადაცემა 22:00 საათზე.


იმედია, როცა საქართველოში ვიქნები, მაშინ გაუშვებენ მაგ გადაცემას. იას ვუთხარი, თუ გინდა მოდი ჩემთან სახლში-მეთქი და მოდის”,- თქვა გიორგი ფხაკაძემ.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil






3 views0 comments

Kommentare


Post: Blog2_Post
  • Instagram
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
bottom of page