27/10/2021
ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ლაივ-რეჟიმში აცხადებს, რომ რეგიონში უმძიმესი მდგომარეობაა და საქართველოში ორ კვირაში კოვიდ კრიზისი მძაფრ ფაზაში შევა. ის ეპიდვითარების გათვალისწინებით გმობს პოლიტიკურ აქციებს და ამბობს, რომ საქართველოდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
“კარგად მომისმინეთ ახლა, აღმ. ევროპაში იწყება კატასტროფა, მაგალითად – რუმინეთში. სადაც არ არიან ვაქცინირებულები, ეტირათ ყოფა. ასევე, კატასტროფა ხდება უკრაინასა და რუსეთში. ამ ვითარებასთან შედარებით ცუნამი მოგონებაა…
ეს ზამთარი ზეუმძიმესი იქნება, აქამდე არსებული ტალღები მსუბუქი იყო. დელტას შვილიშვილი ახალი შტამია. მე საქართველოდან მივდივარ. მე საქართველოდან მივდივარ, აზრი არ აქვს – ვისთვის, რისთვის და რატომ… დღევანდელი აქცია კულმინაცია იყო.
რეიტინგები და სხვა პოლიტიკური მიზნები დროებითია… გამეცით პასუხი რას იზამთ დეკემბერში?!
ქალაქში მკვლელების ბანდაა, სად არის პროკურატურა? დღეში 50 კაცი იღუპება. ვაქცინაციის გეგმა კანალიზაციას გაატანეს, წავიდნენ პენსიაზე, გადადგნენ ე.წ. კომპეტენტური პირები… მე ვხედავ სიკვდილს, ხალხი უჟანგბადობით დაიღუპება… ეს ყველაფერი 2 კვირაში დაიწყება. მე არც კაკულია ვარ და არც ნოსტრადამუსი, მეცნიერი ვარ და რეგიონში კატასტროფული ვითარებაა.” – ამბობს გიორგი ფხაკაძე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
წყარო: https://old.primetime.ge/qalaqshi-mkvlelebis-bandaa-me-saqartvelodan-mivdivar-giorgi-fkhakadze/
Comentários