22/09/2021
ავტორი: ირინა დათაშვილი
თამბაქოს მოხმარების პრევენცია -„ ქალებში მწეველობის მატებასთან ერთად ფილტვის დაავადებები იზრდება.
საქართველოში თამბაქოს ქალების დაახლოებით 12% მოიხმარს. პულმონოლოგთა და ონკოლოგთა განმარტებით, თუ 25-30 წლის წინ ქალების ძალიან მცირე ნაწილში ვლინდებოდა ფილტვის დაავადებები, მათ შორის, ყველაზე მძიმე ონკოლოგიური პათოლოგიები, დღეს ქალებში ფილტვის კიბო მნიშვნელოვნად გაიზარდა. მდგომარეობას ისიც ამწვავებს, რომ საქართველოში ქალებიც და კაცებიც მოწევას ძალიან ადრეულ, ბავშვობის ასაკში იწყებენ. თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის კვამლი/ორთქლი/აეროზოლი მომწამვლელია! მოწევა გ-ტეხავს! არ დაემონო არცერთ მოსაწევს, იყავი თავისუფალი! აირჩიე ჯანმრთელობა და არა რომელიმე თამბაქოს ნაწარმი! მწეველებს, ვისაც სურვილი გაქვთ დაემშვიდობოთ თამბაქოს ნებისმიერ პროდუქტს, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მოწევის შეწყვეტის უფასო ცხელ ხაზს 116001+1, სადაც მიიღებთ კვალიფიციური ფსიქოლოგის დახმარებას და აუცილებლობის შემთხვევაში გადაგამისამართებენ შესაბამის სპეციალისტთან. ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ მოწევის შეწყვეტის მობილური აპლიკაცია და გადმოტვირთოთ ამ ბმულიდან თქვენს მობილურში: android: https://play.google.com/store/apps/details… ios: https://www.apple.com/us/search/tavs-vanebeb?src=globalnav #nototobacco #SmokeFreeGeorgia #თავსვანებებ #აირჩიე_ჯანმრთელობა_და_არა_თამბაქო #საქართველოთამბაქოსკვამლისგარეშე #არგარისკო! #შენობაშიარვეწევი #გავთავისუფლდეთთამბაქოსყველანაწარმისაგან!“ – წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Comments