top of page

„ქალი იპოვეს მკერდზე მიკრული შვილით“ – გიორგი ფხაკაძე ტრაგიკულ ისტორიას იხსენებს

06/11/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ხევსურეთში მოხმდარ ძველ ისტორიას იხსენებს, რომლის დროსაც შავმა ჭირმა მოსახლეობა გაწყვიტა:


“საქართველო ზუსტად ეს არის

საქართველო არის ის ქვეყანა, სადაც მე -19 საუკუნეში მეფე (ერეკლე II) ცრიდა თავის შვილებს და სოფელ ანატორის მოსახლეობამ იცოდა, რომ სოციალური დისტანცია არის ერთადერთი გზა, რომ გადაარჩინო სხვები

21-ე საუკუნეში რა გვჭირს?

ეს ყველამ უნდა წაიკითხოს

სოფელი ანატორი, რომლის მაცხოვრებლებმა საქართველო შავი ჭირის ეპიდემიისაგან გადაარჩინეს. როდესაც მთელი სოფელი დაავადდა, სოფლიდან გასვლა თვითონვე აკრძალეს, რომ სხვაგან არ გავრცელებულიყო ეპიდემია. სოფლის კოშკზე ორი თოფიანი კაცი დააყენეს, რომ თუ ვინმე გაპარვას დააპირებდა, მაშინვე ესროლათ. სოფლიდან მოშორებით აკლდამები ააგეს და ვინც დაავადებას იგრძნობდა, თავისი ფეხით მიდიოდა, წვებოდა აკლდამაში და სიკვდილს ელოდებოდა. ხევსურებს თოფის სროლის შიში არ ჰქონდათ მით უმეტეს, დაავადებისაგან მომაკვდავებს. ხევსურებმა თვითონ მოიფიქრეს ქვეყნის გადარჩენა და კოშკიდან ერთი თოფიც არ გავარდნილა. ერთსაც არ უცდია გაპარვა. ორი ათასზე მეტი ადამიანიდან სულ 7 გადარჩა ცოცხალი. აკლდამაში კი მკერდზე მიკრული შვილით ქალი იპოვეს, რომლის წარწერაც კედელზე დარჩა – “გაღმა სოფელში ასკილი ჰყვავის.

ერთი ხევსურის ჩანაწერიდან:

“ანატორი – აკლდამებში ამოწყვეტილი სოფელი, მდებარეობს პირიქითა ხევსურეთში… ალბათ უმეტესობას არ სმენია ამის შესახებ, ხოლო იმათ, ვისაც მცირედი ინფორმაცია მაინც მოეპოვება მის შესახებ, არ შეუძლია ამ დიდებული ხალხის პატივისცემის, ცრემლისა და სევდის გარეშე გახსენება.

მე-19 საუკუნეში ხევსურეთს, კერძოდ, ანატორის მოსახლეობას თავს საშინელი განსაცდელი დაატყდა შავი ჭირის სახით. მეცხრამეტე საუკუნეში თითქმის ნახევარი მსოფლიო ოხრავდა შავი ჭირისგან.

გასაკვირია, ხევსურეთში საიდან, როგორ გაჩნდა ეს სენი, მთებში… სენი მხოლოდ ანატორის მოსახლეობას მოედო“ – წერს ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil




5 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page