13/07/2021
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საგანგაშო პროგნოზს აკეთებს. მისი ვარაუდით, საქართველოში რამდენიმე დღეში პედიატრიული საწოლები და ჟანგბადი ხელმისაწვდომი აღარ იქნება.
ექსპერტი დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს აკრიტიკებს და უწყებას იმ რეკომენდაციებს ახსენებს, რომლებსაც გასულ წელს აძლევდა. გიორგი ფხაკაძის ცნობით, ჯანდაცვის სისტემა სრულად მოუმზადებელია და მალე, საქართველოში ისევ ლოქდაუნი გამოცხადდება.
“დელტა ვირუსი არის საქართველოში. საქართველო იმეორებს ინდურ სცენარს ერთი ერთში. პედიატრიული (ბავშვთა) საწოლები აღარ გვექნება ქვეყანაში 1 კვირაში, ჟანგბადის დეფიციტი იქნება ასევე 1-2 კვირაში.
ვაფრთხილებდი ყველას კიდევ 2 თვის უკან, რომ სისტემა ყოფილიყო მომზადებული და ყველა რესურსის მობილიზება ყოფილიყო. რა გაკეთდა? არაფერი.
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი რას აკონტროლებს? ეს ცენტრი გადაიქცა მაყურებლად, ჩვენ კი გვჭირდება, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა “აკონტროლოს ეს ვირუსი”.
მავნე არაპროფესიონალიზმი კლავს, დიახ, კლავს! სადამდე უნდა გრძელდებოდეს ეს?! ვინმე გამცემს პასუხს?! დავიღალე ამდენი უნიათო, ვითომ პროფესიონალების ყურებით. 2020 წლიდან ვუხსნი, მაგრამ არ ესმით, რატომ?… თქვენ შეეკითხეთ!
ასევე დაგაინტერესებთ: გიორგი ფხაკაძე კარიერაზე და განვლილ გზაზე
ექსპერტი კიდევ ერთხელ რეკომენდაციებს აქვეყნებს, რომლებიც შესაბამისმა უწყებებმა უნდა გაითვალისწინონ:
ერთიანი ელექტრონული ჯანდაცვის სისტემა (პაციენტის ელექტრონული ბარათი)
პირბადეების ხარისხის ლაბორატორიის ჩამოტანა და გამართვა (ყალბი სამედიცინო პირბადეების ამოღება გაყიდვიდან)
ქვეყნის არჩაკეტვა და ეპიდემიის მართვა რეგიონების მიხედვით ( მარტო იმ რეგიონების ჩაკეტვა, სადაც არის ეპიდემიის აფეთქება და არა მთელი ქვეყნის)
მწვანე რეგიონების შექმნა (სადაც ეპიდემიის კონტროლი იქნება უფრო მკაცრი)
წითელი სატრანსპორტო კორიდორის გახსნა (რათა ტრანზიტულმა მძღოლებმა ვირუსი არ გაავრცელონ)
საქართველო შეუერთდეს ევროკავშირის ერთიან კოვიდის “QR” კოდების სისტემას, რათა მინიმუმამდე იქნას დაწეული ყალბი “კოვიდ პასპორტების” გამოყენება საქართველოში
ამ ვერაგი ვირუსის მართვა შესაძლებელია, მაგრამ აშკარად ან არ, ან ვერ მართავენ,
შედეგი:
6 000-მდე მოქალაქე მოკლეს;
ქვეყანას ამზადებენ ჩასაკეტად;
ჩვენი ბავშვები არიან აბსოლუტურად დაუცველნი;
ამოვიდა ყელში ეს არაპროფესიონალიზმი!” – წერს გიორგი ფხაკაძე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
Comments