top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

„ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი ჩავარდა – აღნიშნულ პროცესზე პასუხისმგებელი პირები არიან დაუყოვნებლივ“

17/03/2021

ვტორი: ირინა დათაშვილი




„1. საქართველოს ჯანდაცვის სექტორის მესვეურები ვაქცინაციის პროცესში უშვებენ შეცდომებს, მაგრამ არ სწავლობენ შეცდომებზე;


2.ქვეყანაშივაქცინაციის პროცესი ჩავარდა, ამ და სხვა მიზეზების გამო აღნიშნულ პროცესზე პასუხისმგებელი პირები არიან დაუყოვნებლივ შესაცვლელი;


3.ვაქცინაციაპანდემიის დასამარცხებლად აუცილებელი პროცესია, მაგრამ ვაქცინა უნდა იყოს სწორად შერჩეული, რაც გულისხმობს, რომ ის აუცილებლად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ უნდა იყოს რეკომენდირებული;


4.კონკრეტულად„ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია ქვეყანაში უნდა შეჩერდეს 18 მარტამდე, სანამ არ იქნება ევროპის მედიკამენტების სააგენტოს გამოკვლევის საბოლოო დასკვნა;


5.რეალურად, 18 მარტამდე საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციას ოფიციალურად არავინ შეაჩერებს, ამიტომ ასაცრელმა კონტიგენტმა თავად უნდა შეიკავოს ვაქცინირებაზე თავი 18 მარტამდე;


6.ქვეყანაშივაქცინაციის მენეჯმენტს აქვს პრობლემები. არ არის გარანტია, რომ ვაქცინის მეორე დოზა გარანტირებულად ჩამოვა, ამიტომ ჩამოტანილი პარტია ორ დოზად გასაკეთებლად უნდა გაყოფილიყო;


7.ვაქცინისსერიის ნომერი იყოს დატანილი ვაქცინაციის დამადასტურებელ დოკუმენტზე;


8.შესაბამისმაუწყებებმა მოსახლეობას არ მიაწოდეს სწორი რეკომენდაციები ვაქცინირებამდე და ვაქცინის გაკეთების შემდეგ გასათვალისწინებელი და დასაცავი წესების შესახებ. თურმე საჭიროა, რომ ვაქცინის გაკეთებამდე მინიმუმ 2, ხოლო გაკეთების შემდეგ მინიმუმ 2 კვირა ალკოჰოლის მიღებისაგან ადამიანმა თავი შეიკავოს;


9.ჩინურიდა რუსული ვაქცინა საქართველოში ჯანმოს აღიარების გარეშე არ უნდა შემოვიდეს და მოსახლეობამ არ უნდა გაიკეთოს, პრინციპში, არც მაშინ, თუ ჯანმოს აღიარება ექნება;


10.არსებულინფორმაციულ ვაკუუმში აუცილებელია, ჯანდაცვის მესვეურებმა მოსახლეობის მიზნობრივი სეგმენტებისთვის გამოყონ შესაბამისი სპიკერები ვაქცინაციის თაობაზე კვალიფიციური ინფორმაციის გასაგები ენით მისაწოდებლად;


11.სამედიცინოპერსონალმა დაინახა მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოებასა და მათი შრომის პირობების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული არაკორუმპირებული, კვალიფიციური კადრი;


12.ხალხიდაიღალა, შეურბილეთ ხალხს ცხოვრება…


13. ნდობა ექიმისადმი უფრო დიდია, ვიდრე ცოლის, ქმრის ან საყვარლისადმი…ამიტომუნდა მოუფრთხილდნენ ექიმებს“.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


1 view0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page