top of page

ყველაზე მძიმე გადასატანი იქნება ახალი კორონავირუსის პირველი ტალღა – თენგიზ ცერცვაძე

09.04.2020 megatv.ge Kutaisi

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე ვარაუდობს, რომ ყველაზე მძიმე გადასატანი იქნება ახალი კორონავირუსის პირველი ტალღა, ხოლო მეორე და მესამე ტალღა ან სულ არ იქნება, ან თუ იქნება, გაცილებით მსუბუქი – ამის შესახებ მან აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.

„ვინაიდან კორონავირუსი ახალი ვირუსია, მეცნიერები არ იცნობენ კარგად და ყველანაირი სცენარი დასაშვებია, მაგრამ ჩვენი ანალიზი ასეთია“, – ამბობს ცერცვაძე.

დღეს გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა, გიორგი ფხაკაძემ ივარაუდა, რომ COVID-19-ს გამოვლენის სამი ტალღა ექნება. პირველი ტალღა ზაფხულის დადგომასთან ერთად დამთავრდება, ხოლო მეორე და მესამე – გრიპების სეზონთან ერთად დაიწყება.

მისი პროგნოზია, რომ: „ვაქცინა ახლო მომავალში არ იქნება, არც წამალი გვექნება ამ ექვს თვეში, რაც უნდა ვთქვათ. შესაბამისად, შევხვდებით ვირუსს ხელახლა და უფრო იმუნიტეტდაქვეითებულები. გვექნება ფართო კრიზისი, ანუ ის ქრონიკული დაავადებები გახდება მწვავე და ჩვენ შევხვდებით მეორე ტალღას დაქვეითებული იმუნიტეტით”.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://megatv.ge/%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%96%e1%83%94-%e1%83%9b%e1%83%ab%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%94-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98/

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page