top of page

„ყველაზე რთული სწორედ პოსტკოვიდური მდგომარეობაა...“

Writer's picture: Giorgi PkhakadzeGiorgi Pkhakadze

05/01/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი



გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ განაცხადა, რომ ყველაზე რთული სწორედ პოსტკოვიდური მდგომარეობაა.


მისი თქმით, უმეტეს შემთხვევაში, სწორედ პოსტკოვიდს უკავშირდება გახანგრძლივებული ხველაც.


„გადახედეთ თქვენს გვერდით ადამიანებს, ვინც გადაიტანა კოვიდი, ე.წ. უსახელო გრიპი, რა მძიმე მდგომარეობაში არიან, - ვერ ამოდიან კიბეებზე, ახველებთ, დაკარგული აქვთ კონცენტრაცია. საქართველოში დიაბეტის კუთხით კატასტროფული მდგომარეობაა, ანუ პოსტკოვიდი არსად წასულა.

პირიქით, უფრო რთულდება და ყოველ ჯერზე, როდესაც ადამიანი ახალ კოვიდს გადაიტანს, კიდევ უფრო მეტი შანსია, მას პოსტკოვიდი დაემართება.

ამბობენ: „ვაიმე, ჩვეულებრივი გრიპია“, – ჩვეულებრივი გრიპის შემდეგ ადამიანს დიაბეტი არ ემართება.

გამოდიან: „ყველაფერი კარგად იქნებაო“, – არ იქნება ყველაფერი კარგად.


პირველი ვიყავი, რომელმაც გითხარით, რომ ნოემბრიდან ახალი კოვიდტალღა იწყება. რა თქმა უნდა, რესპირატორული ვირუსების სეზონია და გრიპიც არის, მაგრამ, ძირითადი, რომელიც ჩვენს მოსახლეობას მძიმე მდგომარეობაში აყენებს, ეს არის კოვიდი. როდესაც ადამიანს რთული ხველა რჩება, სავარაუდოდ, მას პოსტკოვიდი აქვს. ამას ჰქვია გრძელი კოვიდი, – გახანგრძლივებული ხველა.


ერთადერთი, კოვიდი რომ არ დაგემართოთ, სამედიცინო პირბადე უნდა გამოიყენოთ.

ვისაც დაემართება, იმას არაფერი ეშველება, მან პოსტკოვიდური მდგომარეობა უნდა გადაიაროს. პოსტკოვიდის ყველაზე რთული ორი გამოწვევაა დიაბეტი და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ამიტომ ვისაც ასეთი რთული ხველა აქვს, ვურჩევ, 3-4 თვეში კონსულტაცია გაიაროს კარდიოლოგთან და ენდოკრინოლოგთან.


შაქრის გაზომვა და კარდიოლოგთან ერთი კონსულტაციაც უდიდეს საქმეს გააკეთებს. საქართველოში ყველა რომ ანტიბიოტიკებს ყლაპავს, ასე არ შეიძლება.


ეს ხველა არ არის მხოლოდ ხველა, რომ „მივიღე წამალი და მიშველა“, ჩვენ უნდა ვნახოთ, რა არის დაზიანებული“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


5 views0 comments

Komentarai


Post: Blog2_Post
bottom of page