14/06/2021
ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. მან „ფაიზერის“ ვაქცინა საფრანგეთში გაიკეთა.
როგორც ის ამბობს, თავს კარგად გრძნობს და მხოლოდ ინექციის ადგილას აქვს მცირე დისკომფორტი.
„თავს კარგად ვგრძნობ, მხოლოდ ინექციის ადგილას მაქვს მცირე დისკომფორტი. გავიკეთე პირველი დოზა, მეორე დოდზას გავიკეთებ 28 დღეში. სასურველია, ვაქცინაციის შემდეგ ერთი კვირა მაინც ალკოჰოლურ სასმელებს მოვერიდოთ, ორი კვირა უკეთესი იქნება.ჩემი რეკომენდაციაა მეგობრებისათვის, გაიკეთეთ „ფაიზერის“ და „მოდერნას“ ვაქცინა.
ექვსი თვის წინ მე გითხარით, ყველაზე საუკეთესო, გამოცდილი, უსაფრთხო ვაქცინა რომელიც იქნება, იმას გავიკეთებდი“- ამბობს გიორგი ფხაკაძე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/yvelaze-usafrtkho-da-gamocdi-vaqcina-gavikete-giorgi-fkhakadze-aicra
Comments