top of page

"ყველას ვაფრთხილებ, არ მოტყუვდეთ" - რას ამბობს გიორგი ფხაკაძე "კოვიდ-19"-ის მესამე ტალღასა და...

14/12/2020

"სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლია, რომ ჩვენს სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მი­ნუს 70 გრა­დუს­ზე ვაქ­ცი­ნის შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბი კი არა, სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბიც არ არის მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი. ასეთ პი­რო­ბებ­ში ვაქ­ცი­ნის შე­მო­ტა­ნამ შე­საძ­ლოა უა­რე­სი შე­დე­გიც მოგ­ვი­ტა­ნოს, რად­გან მის შე­ნახ­ვა­სა და მოხ­მა­რე­ბას თა­ვი­სი პრო­ტო­კო­ლი აქვს და ტრე­ნინ­გე­ბი სჭირ­დე­ბა. "ფა­ი­ზერ­მა" კი შე­ი­მუ­შა­ვა მშრა­ლი ყი­ნუ­ლის კონ­ტე­ი­ნე­რე­ბი, რათა გა­და­ტა­ნი­სას ვაქ­ცი­ნა ცი­ვად დარ­ჩეს, მაგ­რამ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ყი­ნუ­ლე­ე­ბის უქონ­ლო­ბის გამო, მისი მი­წო­დე­ბა პრობ­ლე­მებს წარ­მოქ­მნის"


სა­ქარ­თვე­ლო ვაქ­ცი­ნის მო­ლო­დინ­შია, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან დაც­ვის ექ­სპერ­ტი, გა­ე­როს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნი­სა და ვაქ­ცი­ნე­ბი­სა და იმუ­ნი­ზა­ცი­ე­ბის გლო­ბა­ლუ­რი ალი­ან­სის მრჩე­ვე­ლი გი­ორ­გი ფხა­კა­ძე აცხა­დებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო ვაქ­ცი­ნის­თვის ჯერ­ჯე­რო­ბით მზად არ არის, რა­საც ბევ­რი მი­ზე­ზი აქვს.


- არა­ვინ იცის, პირ­ვე­ლად რო­მე­ლი ვაქ­ცი­ნა შე­მო­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში. ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ უნდა მი­ი­ღოს მო­თხოვ­ნა ფარ­მა­კო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის­გან, შემ­დეგ მან უნდა გა­ი­ა­როს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ფარ­მა­კო­ლო­გი­უ­რი ბიზ­ნე­სი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი გავ­ლე­ნე­ბის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი ექ­სპერტთა ჯგუ­ფე­ბის კონ­ტრო­ლი, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე და ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გუნ­დე­ბის­გან იქ­ნე­ბა შედ­გე­ნი­ლი.


მათ დე­ტა­ლუ­რად უნდა შე­ის­წავ­ლონ ვაქ­ცი­ნა, მისი მი­ნუს-პლუ­სე­ბი. ყვე­ლა კი­თხვას მხო­ლოდ მეც­ნი­ე­რულ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხი უნდა გა­ე­ცეს.


უამ­რა­ვი ვერ­სია შე­იძ­ლე­ბა იყოს რო­მე­ლი­მე ვაქ­ცი­ნა­ზე, მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სო ის არის, რო­გორ შე­მო­ი­ტა­ნენ რო­მე­ლი­მეს, როცა სხვა თუ არა­ფე­რი, წარ­მო­ე­ბა არ არის საკ­მა­რი­სი, რომ რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი, ასე­ვე სხვა ქვეყ­ნის მო­თხოვ­ნაც და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს.


ასე რომ, სა­ქარ­თვე­ლო მი­ი­ღებს იმ ვაქ­ცი­ნას, რო­მე­ლიც "კო­ვაქსმა" შე­ის­ყი­და, რად­გან ჩვენ, მსოფ­ლი­ოს 170 ქვე­ყა­ნას­თან ერ­თად, მის პლატ­ფორ­მა­ზე ვართ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი, ოღონდ მი­ვი­ღებთ მა­შინ, როცა ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია იტყვის, რომ ის ხა­რის­ხი­ა­ნი და უსაფრ­თხოა. შემ­დეგ და­ი­წყე­ბა მე­ო­რე ეტა­პი - ამის შემ­დეგ საქ­მე­ში ერ­თვე­ბა ვაქ­ცი­ნე­ბის გლო­ბა­ლუ­რი ალი­ან­სი, რო­მელ­საც ბილ გე­ით­სის ფონ­დი აფი­ნან­სებს და გან­ვი­თა­რე­ბა­დი ქვეყ­ნე­ბის ვაქ­ცი­ნე­ბით მო­მა­რა­გე­ბა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი დამ­ხმა­რე ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა.


მან უნდა შე­ა­ფა­სოს ფი­ნან­სუ­რად, ლო­ჯის­ტი­კუ­რად რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია თუნ­დაც "ფა­ი­ზე­რის" შე­მო­ტა­ნა. არა­და, სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლია, რომ ჩვენს სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მი­ნუს 70 გრა­დუს­ზე ვაქ­ცი­ნის შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბი კი არა, სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბიც არ არის მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი. ასეთ პი­რო­ბებ­ში ვაქ­ცი­ნის შე­მო­ტა­ნამ შე­საძ­ლოა უა­რე­სი შე­დე­გიც მოგ­ვი­ტა­ნოს, რად­გან მის შე­ნახ­ვა­სა და მოხ­მა­რე­ბას თა­ვი­სი პრო­ტო­კო­ლი აქვს და ტრე­ნინ­გე­ბი სჭირ­დე­ბა.


"ფა­ი­ზერ­მა" კი შე­ი­მუ­შა­ვა მშრა­ლი ყი­ნუ­ლის კონ­ტე­ი­ნე­რე­ბი, რათა გა­და­ტა­ნი­სას ვაქ­ცი­ნა ცი­ვად დარ­ჩეს, მაგ­რამ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ყი­ნუ­ლე­ე­ბის უქონ­ლო­ბის გამო, მისი მი­წო­დე­ბა პრობ­ლე­მებს წარ­მოქ­მნის. ის, რაც ნორ­მა­ლუ­რია ნიუ-იორკსა და ჟე­ნე­ვა­ში, არ არის მი­სა­ღე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, სა­დაც ორ­ჯერ რომ მიხ­ვი­დეთ რო­მე­ლი­მე სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, შე­საძ­ლოა კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი გახ­დეთ, რად­გან ჩვენ­თან ინ­ფექ­ცი­ის კონ­ტრო­ლი ვერ ხდე­ბა. "კო­ვიდ-19"-ის ყვე­ლა­ზე ფარ­თო გავ­რცე­ლე­ბა სწო­რედ კლი­ნი­კე­ბი­დან და სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი­დან და­ი­წყო. ამი­ტო­მაც ვუ­ყუ­რებ ასე სკეპ­ტი­კუ­რად მის შე­მო­ტა­ნას.

ხმე­ბი მომ­დის, რომ ვი­ღა­ცამ რა­ღაც გზე­ბით შე­მო­ი­ტა­ნა ესა და ეს წა­მა­ლი, რო­მე­ლიც ებ­რძვის კო­რო­ნა­ვირუსს. ყვე­ლას ვაფრ­თხი­ლებ, არ მო­ტყუვ­დეთ, თვით­მკურ­ნა­ლო­ბა არ გა­ბე­დოთ!.. ნუ და­უ­ჯე­რებთ ფე­იკ­ნი­უ­სებს. და­ე­ლო­დეთ ჯან­მოს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­მელ­საც "კო­ვაქ­სი" შე­ი­ძენს და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის აუ­ცი­ლებ­ლად უფა­სო იქ­ნე­ბა.


- რო­მე­ლიც გა­ზა­ფხულ­ზე თუ არა, ზა­ფხულ­ში მა­ინც მო­აღ­წევს ჩვე­ნამ­დე?

- ღმერ­თმა ქნას, მაგ­რამ არა მგო­ნია, ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო. თუმ­ცა, როცა მო­აღ­წევს, არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ უნდა იყოს იძუ­ლე­ბი­თი, ვი­საც არ უნდა, ნუ გა­ი­კე­თებს. როცა სა­ხელ­მწი­ფოს გა­მოც­დი­ლი და სან­დო პრე­პა­რა­ტი ექ­ნე­ბა, მას სა­ზო­გა­დო­ე­ბა თა­ვად მოს­თხოვს მის გა­კე­თე­ბას, ამი­ტომ ინ­ფორ­მა­ცია მაქ­სი­მა­ლუ­რად გამჭვირ­ვა­ლე უნდა იყოს.

- გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ტრო­ლე­ბის მუ­შა­ო­ბაც ვაქ­ცი­ნით და­ჩიპ­ვის შე­სა­ხებ.

- ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რი სი­სუ­ლე­ლეა. ეტყო­ბა, ამ კა­ტე­გო­რი­ას ჩიპი არც უნა­ხავს. ამი­ტომ მე­დი­ამ და სა­ხელ­მწი­ფომ თუნ­დაც ამ მძი­მე კა­ტე­გო­რი­ას ერ­თობ­ლი­ვად უნდა აუხ­სნან ძალ­ზე პრი­მი­ტი­უ­ლი რამ - ჩიპი ყვე­ლა­ზე დიდი ზო­მის შპ­რიც­შიც ვერ გა­ე­ტე­ვა, ეს მხო­ლოდ ფან­ტას­ტი­კუ­რი ჟან­რის ფილ­მებ­ში ხდე­ბა.

გა­ზა­ფხულ­ზე "კო­ვიდ-19"-ის მე­სა­მე ტალ­ღა და­ი­წყე­ბა. ვირუ­სი უკვე და­სუს­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, სტრე­სი, დეპ­რე­სია, რო­მე­ლიც მერე და მერე იჩენს თავს.


ძა­ლი­ან დიდი სიფრ­თხი­ლით უნდა ვი­ცხოვ­როთ მო­მა­ვალ წლამ­დე, რად­გან ამ დრო­ის­თვის ბა­ზარ­ზე უკვე რამ­დე­ნი­მე ვაქ­ცი­ნა იქ­ნე­ბა გა­მო­სუ­ლი და ჩვენ უნდა ავირ­ჩი­ოთ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის მიერ შეს­წავ­ლი­ლი უსაფრ­თხო ვაქ­ცი­ნა. ამ ეტაპ­ზე კი არც ერთი ვაქ­ცი­ნა, მათ შო­რის არც "ფა­ი­ზე­რი" არ არის შე­ფა­სე­ბუ­ლი 100 პრო­ცენ­ტით უსაფრ­თხოდ.

- ბრი­ტა­ნეთ­ში უკვე და­ი­წყეს მისი გა­მო­ყე­ნე­ბა.

- დიახ, მაგ­რამ ის მა­ინც საც­დე­ლი ნი­მუ­შია და არა­ვინ ამ­ბობს დარ­წმუ­ნე­ბით, რომ უსაფრ­თხოა. იმუ­ნი­ტე­ტის გა­მო­მუ­შა­ვე­ბის­თვის 28 დღეა სა­ჭი­რო.


- თქვენ მესამე ტალღა ახსენეთ - "კოვიდ-19"-თან ბრძოლამ წარმოქმნა სამედიცინო პერსონალის დეფიციტი. ბევრი მათგანი თავადაც დაინფიცირდა, თუმცა საკუთარი ჯანმრთელობის ფასად ისევ მუშაობს. რა შედეგის წინაშე შეიძლება დავდგეთ?


- რამდენიმე დღის წინ ჩემმა მეგობარმა მსოფლიო ბანკიდან გამომიგზავნა გრაფიკული მონაცემები და გაოცებული იყო, მთელ ევროპაში 100 000 მოსახლეზე ყველაზე მეტი რაოდენობის ექიმი საქართველოში დაფიქსირდა. რასაც ვერ ვიტყვი ექთანებზე, რომლებიც უვლიან პაციენტს.

ადამიანს, რომელსაც ხელფასი 200-250 ლარი აქვს, ზოგს კი 100-150 ლარი, გმირობას ვერ მოვთხოვთ. ექთანობა საქართველოში არაპრესტიჟულად ითვლება, რადგან კარიერული ზრდა არ ახლავს, თან ამ სექტორში განათლება ძალიან დაბალია. ეს პრობლემა ბოლო 20 წელია საქართველოში არსებობს და ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ მოაგვარა.

კოვიდეპიდემიამ სექტორული ჩავარდნებიც გამოაჩინა, რომელთაც გამოსწორება სჭირდება. ქვეყანა ყოველწლიურად 2000 ექიმს და 200 ექთანს უშვებს, რაც ნორმალური ქვეყნისთვის წარმოუდგენელია. სამაგიეროდ, ერთი რამ გამოგვადგა - 17 000 პალატა და 5 000 რეანიმაციული საწოლი გვაქვს, რაც მანკიერი სისტემის გამოხატულებაა, მაგრამ ახლა გამოგვადგა - ამდენი ათასი ინფიცირებულის ფონზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაბალია. რატომ გვაქვს ამხელა საწოლფონდი, ცალკე სასაუბრო თემაა, მოკლედ განვმარტავ - ფარმაკოლოგიური კომპანიები შეკრული არიან საავადმყოფოებთან.


ამას ზედა რგოლი აკონტროლებს. უამრავი შემთხვევაა, როცა პაციენტის მორჩენა ძალზე იაფი მედიკამენტით შეიძლება, მაგრამ ოპერაციაზე უშვებენ. ასე აწყობთ და იმიტომ... - ამ რთულ სიტუაციაში რა შეიძლება ჩვენს მოქალაქეებს ვურჩიოთ?


- ეს ვერაგი ვირუსი "უყურებს" ორგანიზმს და იქ გვირტყამს, სადაც სისუსტეს აღმოაჩენს. ამიტომ ვისაც ძლიერი იმუნური სისტემა აქვს, დიდი შანსია უფრო მსუბუქად გადაიტანოს ვირუსი. მწეველებსაც სიფრთხილე მართებთ - მესმის, რომ ძნელია, მაგრამ ძალა უნდა მოიკრიბონ და მოწევას შეეშვან. ასევე დაივიწყეთ მარილიანი საჭმელი, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე და სცადეთ მშვიდად იყოთ. ასევე, შეეშვით თვითმკურნალობას.


ამას წინათ მომწერა ჩემმა მეგობარმა საქართველოდან, ითქვა, რომ წყალბადის ზეჟანგი ვირუსის პრევენციისთვის კარგია და აფთიაქებში დეფიციტი გაჩნდაო.


სრული სისულელეა, არ შველის, ისევე, როგორც ინტერნეტში დადებული სხვადასხვა მედიკამენტი, რომელიც ვითომ არჩენს "კოვიდს". მიიღეთ ბევრი სითხე, იმოძრავეთ, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, როდესაც მზეა, ოღონდ თუ გარშემო ხალხია, არ მოიხსნათ პირბადე, არც თქვენ წინ მორბენალი ადამიანის უკან, რადგან ამბობენ, რომ მას უკან ვირუსები მიჰყვება. დაიცავით დისტანცია ვაქცინის შემოტანამდე.


საყვარელი ადამიანების მოსიყვარულებასა და ჩახუტებას კი მერეც მოვასწრებთ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



3 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page