top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

„ყველაფერს აქვს საზღვარი… არავინ ხმა არ ამოიღო, ჩემს გარდა“ – გიორგი ფხაკაძე თენგიზ ცერცვაძის...

04/07/2021

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირეტქორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებას, რომ შეუძლებელია ყველა „ფაიზერით” აიცრას და ეს იგივე იქნებოდა ყველას „მერსედესის“ ბოლო გამოშვება მოენდომებინა, სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ ეხმაურება.


„მაინც მეგონა, რომ კონტექსტიდან ამოგლეჯილი იყო, სამწუხაროდ არა. ჯანმრთელ ადამიანს და პაციენტს უნდა შესთავაზო “ისე რა” წამალი?! ჯანმრთელ ადამიანს უნდა შესთავაზო საუკეთესოზე საუკეთესო.

ისე რა, წამლების ქვეყანაში ვცხოვრობთ.

როგორ შეიძლება საერთოდ არა ხარისხიანი ან/და დაბალ ხარისხიანი წამლების შემოტანა საქართველოში;

ყველაფერს აქვს საზღვარი;

ეს იმ სერიიდან არის, „რემდესივირი” რომ შემოიტანეთ ქვეყანაში, [ჯანმოს მიერ ოფიციალურად აღიარებული, როგორც არაეფექტური კოვიდისსაწინააღმდეგო წამალი] არავინ ხმა არ ამოიღო, ჩემს გარდა;

დიახ მოვითხოვოთ მხოლიდ “ფაიზერის” ან “მოდერნას” ვაქცინა ქვეყანაში;

ხარისხისნი ვაქცინა – ეს არ არის ფუფუნება, ეს არის უფლება;

ყველამ ვიცით (მეცნიერები/ექსპერტები/აკადემიური ხალხი,) რომ “დელტა” შტამის წინააღმდეგ მხოლოდ “ფაიზერის” ან “მოდერნას” მაღალხარისხიანი ვაქცინებია გამოსავალი. ბოდიშის მოხდით, მაგრამ ბატონი ცერცვაძე ჩემთვის აღარ არის ამ კატეგორიაში, ის არის პოლიტიკოსი, ვინაიდან მეცნიერებიდან და აკადემიურობიდან გადაუხვია;

მე პოლიტიკოსებთან დებატებში არ შევდივარ, ვინაიდან ამას აზრი არა აქვს (უმრავლეს შემთხვევაში).

საქართველოსთვის მე მინდა “ფაიზერის” ან “მოდერნას” ვაქცინა,“ – წერს გიორგი ფხაკაძე.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil




1 view0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page