30/10/2021
ფაიზერით/მოდერნით ვაქცინირებულები არიან უფრო დაცულები, ვიდრე კოვიდ-გადატანილები. ამ კვლევას ბევრი ელოდა მსოფლიოში და საბოლოოდ, კიდევ ერთი მტკიცებულება დევს (ვისაც არ სჯერა წაიკითხეთ კარგად ბმულები), – ამის შესახებ ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.
აქვე, ის კოლეგებს მოუწოდებს, მიხედონ თავიანთ ვიწრო სპეციალობებს, თავიანთ დარგს.
„იქნებ ამ ქვეყანაში ვისწავლოთ, რომ ფხაკაძე როცა საუბრობს საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე და ვაქცინაციაზე, დაუჯეროთ ხოლმე. ჩემს ქართველ კოლეგებს ვურჩევ, მიხედონ თავის ვიწრო სპეციალობებს, სადაც არიან. ამ ბოლო 20 თვის მანძილზე არაერთი უაზრო კომენტარი/რჩევა/მოსაზრება მიგვიღია ქართველი კოლეგებისგან. გაუფრთხილდით თქვენ რეპუტაციას და მიხედეთ თქვენს დარგს.
ვიცი, რომ ეს პოსტი ბევრი ჩემი კოლეგისთვისაა. არაა სასიამოვნო, მაგრამ ეს არის ფაქტი და სიმართლე. ბოლო 20 თვის მანძილზე შემახსენეთ ერთი პოსტი/განმარტება/წინასწარ გათვლები, რომლებიც არ მოხდა/შესრულდა. პასუხს გეტყვით – არცერთი.
საქართველოში ყოფნისას მივხვდი, რომ არაპროფესიონალიზმი არის ყველა სფეროში და „ყველაფერშიკებმა“ გაანადგურეს ეს ქვეყანა განსაკუთრებით ჯანდაცვის სფერო.
საქართველოს ვაქცინაციის საბჭო – მაპატიეთ, მაგრამ მე ერთმა ადამიანმა უფრო ბევრი გავაკეთე საქართველოსთვის ამ პერიოდის მანძილზე, ვიდრე მთელი საბჭო. ეს არის ფაქტი, მოსახლეობაში თქვენი ნდობა არის 0-ის ტოლფასი.
ბოდიში, კიდევ ერთხელ ყველასთან, მაგრამ ყველამ მიხედოს თავის საქმეს. მე გავაგრძელებ, რასაც ვაკეთებ. არჩევნების დამთავრების შემდეგ იქნებ მივხედოთ რეალურ პრობლემას“, – ვკითხულობთ ფხაკაძის ფეისბუკ-პოსტში.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
Comments