top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებს თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის წამყვან კლინიკებში მკურნალობა

Updated: Jul 12, 2023

10/07/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვს, სახელმწიფო დაფინანსებით, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესაძლებლობა, საქართველოსთან ერთად, თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის წამყვან კლინიკებში ექნება.

პროექტის წლიური ბიუჯეტი, დაახლოებით, 30 მილიონი ლარია.

საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს:


საქართველოში თანამედროვე სტანდარტების ონკოლოგიური ცენტრის გახსნამდე, ყველა ბავშვი საზღვარგარეთ სრულყოფილ მკურნალობას სახელმწიფო დაფინანსებით მიიღებს.


სახელმწიფო, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობას, საქართველოსთან ერთად, მსოფლიოს სამ ქვეყანაში: ესპანეთში, ისრაელსა და თურქეთში დააფინანსებს. სერვისის მიმწოდებლად, შერჩეულია თანამედროვე სტანდარტების, საერთაშორისო აკრედიტაციის მაღალტექნოლოგიური კლინიკები, სადაც ერთ სივრცეში გაერთიანებულია მომსახურების სრული სპექტრი.


პროექტის ფარგლებში, პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მაღალხარისხიანი, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო სერვისები, მათ შორის, პროტონოთერაპია, რომელიც, გარკვეული ტიპის სოლიდური სიმსივნის სამკურნალოდ, უკანასკნელი სიტყვაა თანამედროვე მედიცინაში.


მკურნალობის დაფინანსებისთვის წლიური ბიუჯეტი დაახლოებით 30 მლნ ლარს შეადგენს.







Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


16 views0 comments

Commentaires


Post: Blog2_Post
bottom of page