top of page

„ყველა დაინფიცირდება, ვირუსი არავის არ ასცდება“

19/07/2022

ავტორი: ირინა დათაშვილი



გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტით მოსახლეობის უმეტესი ნაწილი დაინფიცირდება.


მისი თქმით, 2-3 კვირაში სამედიცინო დაწესებულებებზე იქნება ძალიან დიდი წნეხი.


„არასასურველი სცენარით განვითარდა ყველაფერი. სამწუხაროდ, მორიგი ტალღა კოვიდაფეთქების დაიწყო. 2-3 კვირაში სამედიცინო დაწესებულებებზე იქნება ძალიან დიდი წნეხი. ჯანდაცვის სისტემაზე ზეწოლა დაიწყება აგვისტოს დასაწყისში. აუცილებელია ბუსტერის გაკეთება. 60 წელს გადაცილებული ადამიანები უნდა აიცრან „ფაიზერით“.

კორონავირუსის ახალი ვარიანტები ყველას დაგვემართება, ყველა დაინფიცირდება, არავის არ ასცდება. 80% გადაიტანს უსიმპტომოდ. ინფიცირებული 10 კაციდან რვა ახალ ვარიანტს გართულების გარეშე გადაიტანს. ნუ აჰყვებით პანიკას, არავითარ შემთხვევაში ანტიბიოტიკების უაზრო ყლაპვა და თვითმკურნალობა.


საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა აგვისტოს ბოლომდე BA.5-ს გადაიტანს. ინდოეთში წარმოშობილი ახალი ვარიანტი უფრო ვერაგი და BA.5-ზე უფრო ძლიერი, ის ელვისებურად ვრცელდება. სექტემბერი ოქტომბრისთვის უნდა მოვემზადოთ, ნოემბერს კი შეიარაღებული უნდა დავხვდეთ, - ვაქცინაციით“, - აცხადებს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



4 views0 comments

留言


Post: Blog2_Post
bottom of page