top of page

ყველა კომუნისტი ჩინოვნიკი პენსიაზე რომ გაუშვათ, ვერა? ერთი ჩრთილოეთ კორეაა და მეორე საქართველო...

11/08/2022

„მსოფლიოში ერთი ეს ქვეყანაა ჩრთილოეთ კორეა და მეორე საქართველო, სადაც კოვიდი დაამარცხეს”, – ასე ეხმიანება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე მედიაში დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ჩრდილოეთ კორეამ კოვიდპანდემია დაამარცხა.


„მსოფლიოში ერთი ეს ქვეყანაა (ჩრთილოეთ კორეა) და მეორე საქართველო, სადაც კოვიდი დაამარცხეს..

ვამბობ, კომუნიზმი საშიშია-თქო! ყველა კომუნისტი ჩინოვნიკი პენსიაზე რომ გაუშვათ, ვერა?! წავიდნენ კერძო სექტორში, იქ შექმნან დოვლათი. 30 წელია, რაც დაინგრა ეს ბოროტების იმპერია – საბჭოთა კავშირი და დრო აღარ გაუვიდათ?! ოღონდ მართლა! ისე, რა უბედურებაა, ჩრდილოეთ კორეას რომ ვედრებით, რამე სხვა ქვეყანას, ვერა?! ჯანმრთელობას გისურვებთ…“ – წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი აცხადებს, რომ ქვეყანამ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში გაიმარჯვა. კიმ ჩენ ინმა გასცა ბრძანება, მაისში დაწესებული კოვიდშეზღუდვები გააუქმონ.

როგორც კიმმა თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეამ უნდა შეინარჩუნოს “მტკიცე ანტიეპიდემიური ბარიერი და გააძლიეროს ანტიეპიდემიური სამუშაოები ჯანმრთელობის გლობალური კრიზისის დასრულებამდე”.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



4 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page