შეიძლება თუ არა ბავშვების აცრა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით – გიორგი ფხაკაძის განმარტება
- Giorgi Pkhakadze
- Mar 24, 2023
- 1 min read
15/01/2021

ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველის, გიორგი ფხაკაძის განცხადებით, ბავშვები კორონავირუსის ვაქცინაშიაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, ამის შესახებ ფხაკაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. „ბავშვები, ზუსტად ისეთივე საფრთხის ქვეშ არიან პანდემიის გამო, როგორც უფროსები. განსაკუთრებით, ჭარბწონიანი ბავშვებისთვის არის საშიში კორონავირუსი. ძალიან ბევრი კვლევა ჩატარდა, რომელმაც აჩვენა, რომ ჭარბწონიან ბავშვებს, ეს ვირუსი უფრო მძიმედ გადააქვთ. ამიტომ, მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ ამ შემთხვევაში, უფრო მეტი სიფრთხილეა საჭირო. რაც შეეხება ბავშვების ვაქცინაციას, ჯერჯერობით, არცერთ კომპანიას არ გაუკეთებია კვლევა, შესაბამისად, ბავშვები ვერ მიიღებენ მონაწილეობას ვაქცინაციაში, ვინაიდან ჯერ, შესაბამისი კვლევები არ ჩატარებულა,”- აცხადებს გიორგი ფხაკაძე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
Comments