18/05/2022
ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ბავშვებში გამოვლენილი, ჯერჯერობით დაუდგენელი წარმოშობის მწვავე ჰეპატიტის შემთხვევების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ, ამ ჰეპატიტის გამომწვევი მიზეზი შეიძლება პოსტკოვიდი იყო.
“ჰეპატიტი ბავშვებში – ბოლო მონაცემები (17/05/2022)❗️
✅სავარაუდოდ, ამ ჰეპატიტის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს პოსტკოვიდი❗️ (იხილეთ სტატიები პოსტის ბოლოს) ✅პირველმა ამ ჰეპატიტის შესახებ განაცხადა დიდმა ბრიტანეთმა 2022 წლის 5 აპრილს. ✅პირველად მე მოგახსენეთ ამ ჰეპატიტის შესახებ 2022 წლის 19 აპრილს, ნახეთ აქ: https://youtu.be/BciA3MwX5ic ✅ძირითადად ინფიცირდებიან 11 თვიდან 5 წლამდე ბავშვები. ✅500-ზე მეტი ბავშვი დაინფიცირდა 30-მდე ქვეყნიდან და დადასტურდა 11 გარდაცვალება.
✅სამწუხაროდ, დაინფიცირებული ბავშვების:
📍90%-ს ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია. 📍10%-14%-ს ესაჭიროება ღვიძლის გადანერგვა 😞. ✅ბრიტანეთში უკვე 11 ბავშვს წარმატებით გადაუნერგეს ღვიძლი. ✅ეს არ არის A, B, C, D და E ტიპის ვირუსული ჰეპატიტი.
✅პრაქტიკული რჩევები მშობლებს:
📌არავითარი პანიკა; 📌დააკვირდით ბავშვს, სიყვითლე ხომ არ აღენიშნება კანზე ან თვალებში; 📌მუქი შარდი; 📌ნაცრისფერი განავალი; 📌კანის ქავილი; 📌კუნთების და სახსრების ტკივილი; 📌მაღალი სიცხე; 📌ბავშვი გრძნობს თავს შეუძლოდ.
📌ბავშვი გრძნობს დაღლილობას;
📌მადის დაკარგვა;
📌ტკივილი მუცლის არეში.
✅გირჩევთ, გქონდეთ მუდმივი კავშირი თქვენს პედიატრთან.
✅ხელების ხშირად დაბანა საკმაოდ კარგი პრევენციული მექანიზმია❗️გამოიყენეთ სამედიცინო პირბადეები და აიცერით პროტოკოლის მიხედვით❗️
✅რა ტიპის ტესტები არის საჭირო:
ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა უკვე გასცა რეკომენდაცია, თუ რა ტიპის ტესტებია საჭირო (ეს ექიმებისთვის ტექნიკური ნაწილია):
✅არავინ იცის ბოლომდე/დაზუსტებით, საიდან, რატომ ან როგორ ვრცელდება ეს ჰეპატიტი❗️
✅დადასტურდა, რომ კოვიდვაქცინებთან არანაირი კავშირი არ აქვს, დაინფიცირებული ბავშვები არავაქცინირებულები იყვნენ.
✅ჯანმრთელობას გისურვებთ…”, – წერს გიორგი ფხაკაძე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
Comments