29/06/2023
ავტორი: ირინა დათაშვილი
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ, უნაყოფობა, შესაძლოა, გამოწვეული იყოს როგორც ცალკე ქალისა და მამაკაცის, აგრეთვე ორივე პარტნიორის პრობლემების კომბინაციით, ან აუხსნელი მიზეზებით.
„ივნისი არის მსოფლიოში უნაყოფობის შესახებ ცნობადობის ამაღლების თვე.
შესაძლოა, უნაყოფობა გამოწვეული იყოს როგორც ცალკე ქალისადა მამაკაცის, აგრეთვე ორივე პარტნიორის პრობლემების კომბინაციით, ან აუხსნელი მიზეზებით.
უნაყოფობის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ორივე პარტნიორმა მიმართოს ექიმს და ჩაიტაროს სათანადო გამოკვლევა.
ამასთან, მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა, რაც გულისხმობს:
ვარჯიშს,
დაბალანსებულ დიეტას,
მნიშვნელოვანია ჯანსაღი წონის შენარჩუნება,
სტრესის მართვა და რა თქმა უნდა,
ექიმის რეკომენდაციების გათვალისწინება“, - წერს გიორგი ფხაკაძე.
ივნისი არის მთელ მსოფლიოში უნაყოფობის შესახებ ცნობადობის ამაღლების თვე. მისი მიზანია საზოგადოებაში გაიზარდოს ცნობიერება უნაყოფობის გამომწვევი პრობლემების შესახებ, რათა, საჭიროების შემთხვევაში, წყვილებმა დროული რეაგირება მოახდინონ აღნიშნულ საკითხზე.
უშვილობა გულისხმობს წყვილის რეგულარული, დაუცველი სქესობრივი კავშირის ფონზე ერთი წლის განმავლობაში ორსულობის არარსებობას. ის შესაძლოა გამოწვეული იყოს როგორც ცალკე ქალისა და მამაკაცის, აგრეთვე ორივე პარტნიორის პრობლემების კომბინაციით, ან აუხსნელი მიზეზებით.
ქალებში უშვილობა შესაძლოა გამოწვეული იყოს შემდეგი მიზეზებით:
რეპროდუქციული ორგანოების თანდაყოლილი და შეძენილი დეფექტები;
ასაკი;
ჰორმონალური და მეტაბოლური დარღვევები;
ენდომეტრიოზი;
ფალოპის მილის დაავადება;
პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი;
სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები;
საკვერცხის ფუნქციის ნაადრევი დაქვეითება;
საკვერცხეების ფუნქციის ასაკობრივი დაქვეითება და შემცირებული ოვარიული რეზერვი;
ქრონიკული დაავადებები, როგორიცაა: დიაბეტი, ჰიპერტენზია, ასთმა და ა.შ.
ცხოვრების არაჯანსაღი წესი: თამბაქოს, ალკოჰოლის მოხმარება...
მამაკაცებში უნაყოფობა კი შესაძლოა გამოწვეული იყოს შემდეგი ფაქტორებით:
ჰორმონალური და მეტაბოლური დარღვევები;
ასაკი;
სპერმოგრამის დარღვევები: სპერმატოზოიდების მოძრაობის დაქვეითება (ასთენოზოოსპერმია), სპერმატოზოიდების კონცენტრაციის შემცირება (ოლიგოზოოსპერმია), სპერმატოზოიდების მორფოლოგიის დარღვევა ანომალური ფორმების არსებობით (ტერატოზოოსპერმია), სათესლე სითხის მომატებული სიბლანტე, რაც იწვევს სპერმატოზოიდების მოძრაობის შეფერხებას (სპერმის ჰიპერვისკოზურობა);
სპერმატოზოიდის დნმ-ის ფრაგმენტაცია;
სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები;
ვარიკოცელე (სათესლე ჯირკვლების ვენების გაგანიერება);
ანტისხეულები, რომლებიც სპერმატოზოიდებს ანადგურებენ;
ტესტოსტერონის დაბალი დონე;
ეაკულაციის პრობლემები;
ცხოვრების არაჯანსაღი წესი: თამბაქოს, ალკოჰოლის, ნარკოტიკების მოხმარება...
უნაყოფობის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ორივე პარტნიორმა მიმართოს ექიმს და ჩაიტაროს სათანადო გამოკვლევა. ამასთან, მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა, რაც გულისხმობს: ვარჯიშს, დაბალანსებულ დიეტას, მნიშვნელოვანია ჯანსაღი წონის შენარჩუნება, სტრესის მართვა და რა თქმა უნდა, ექიმის რეკომენდაციების გათვალისწინება.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Comments