top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

„ჩავთვლი, რომ ჩემი მისია შესრულებულია! არაფერს ვითხოვ თქვენგან!“- გიორგი ფხაკაძე

Updated: Feb 20, 2023

22/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი



„მე მგონი, პანდემიამ ძალიან კარგად დაანახა საზოგადოებას, ვინ ვინ არის.

მიდგომა, რომ „ოღონდრაიმე ვაქცინა გავაკეთოთ, არასწორია. „ოღონდ“ არ შველის, გასათვალისწინებელია ქართული მენტალობა. ქართველებს რომ ვეუბნები, დაინფიცირების შემდეგ 14 არ გახვიდე და კიდევ 10 დღე მოერიდე ხალხს, რას აკეთებს ქართველი მე-14 დღის საღამოს? შლის პურმარილს და მეგობრებთან ქეიფობს, კოვიდი გადავიტანეო, ასე ავრცელებს ვირუსს.

იგივეავაქცინებთან მიმართებაში. რომ იძახიან, ნებისმიერი ვაქცინა გავაკეთოთო. ქართველი რომ იმ „გოგლი-მოგლი“ ვაქცინის ერთ დოზას გაიკეთებს, უპირბადოდ ქეიფს და „ნაშებში“ სიარულს დაიწყებს, ვაქცინირებული ვარო. უნდა გავითვალისწინოთ ქართული მენტალიტეტი. უნდა ჩამოიტანო ისეთი „რკინა-ბეტონის“ ვაქცინა, რომელიც მართლა იმუშავებს.

საქართველოში 45 წლის ზევით ძალიან ბევრს აქვს ქრონიკული დაავადებები. ბევრი ფაქტორია, რატომ არ შეიძლება საქართველოში ცუდი ვაქცინა. უნდა იყოს ან ძალიან კარგი, ან საერთოდ არ იყო.

რომ ჩამოიტანოეს ჩინური, არ მუშაობს და რა ვქნა?! ჩინურს რომ გაიკეთებ , ადამიანმა მაინც პირბადით უნდა იაროს. ეფექტურობა 50%-ია. კი, დაწევსსიკვდილობა, მძიმე ფორმები, მაგრამ გავრცელებას ვერ აჩერებს, 10-დან 5 დაინფიცირდება.

რატომვლაპარაკობ ამდენს?! თუ ჩემი ამ საინფორმაციო კამპანიით ერთი ადამიანი მაინც გადარჩება, ჩავთვლი, რომ ჩემი მისია შესრულებულია! არაფერს ვითხოვ თქვენგან! მე ექიმი ვარ და უფლებაც არ მაქვს, სხვანაირი იყო. მე ბევრი სტუდენტი მყავს არა მარტო საქართველოში, ისინი მიყურებენ და ეს პროფესიული პასუხისმგებლობაა!

ყველაფერიფული არ არის. არ მინდა ახლა იმ 22 „სიფტზე“ და ასე შემდეგ ფულის საკეთებელ სქემებზე საუბარი, მესმის, ცოლი გყავთ, საყვარელი, საყვარლის შვილი…წადითბიზნესში და იქ გააკეთეთ ფული. არ მოიპაროთ. როცა საქმეს არ აკეთებთ და ხელფასს იღებთ, ეს ქურდობაა!“ – აცხადებს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


3 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page