13/05/2021
ავტორი: ირინა დათაშვილი
პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე აცხადებს:
„ნაადრევად გაიხსნა ქვეყანა. ყველაფერი უნდა გახსნილიყო ძლიან ფრთხილად! სამწუხაროდ, სამეზობლო ქვეყნებში ჩვენ ვართ ყველაზე მოწინავე ყველა ინდიკატორებით. მსოფლიოში მე-19 ადგილზე ვართ სიკვდილიანობი მაჩვენებლით, ეს ძალიან ცუდი ამბავი ასეთი პატარა ქვეყნისთვის. ქვეყანაში როცა დღეში 30 ოჯახში შედის უბედურება, ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის ეს არის კატასტროფა. რაც ხდება საქართველოში, ეს არის არაპროფესიონალიზმის შედეგი. ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ ქვეყანა ჩაიკეტოს. ქვეყანა უნდაც ჩაკეტილიყო მარტის თვეში და ეტაპობრივად გახსნილიყო ყველაფერი, ახლა ჩვენ ვიქნებოდით ძალიან კარგად! ჩვენთან სტატისტიკურად უფრო მძიმე მდგომარეობაა, ვიდრე ინდოეთში…
ვისწავლეთ, რომ მარტო ჩაკეტვები არ შველის ამ ვირუსს. უნდა იყოს „ჭკვიანი ჩაკეტვა“ და „ჭკვიანი გაღება“. უნდა გათვალო, რა სეგმენტი შეიძლება იყოს გახსნილი დარა სეგმენტი არ შეიძლება იყოს გახსნილი…“
MD, MPH, PhD
Comentários