19/06/2021
ავტორი: ირინა დათაშვილი
„რუსეთში, ისევე როგორც ბრიტანეთში, 90%-ზე მეტი ყველა ახალი კოვიდ გამოვლენილი პაციენტი არის “დელტა” (ინდური შტამი) ვარიანტით ინფიცირებული. რუსეთში საკმაოდ სწრაფი კოვიდინფიცირებულების ზრდაა.
სავარაუდოდ, ჩვენ დავინახავთ ანალოგიურ აფეთქებებს რუსეთის სამეზობლოშიც.
დასკვნა:
რუსეთში არის ძლიერი ანტივაქსერული მოძრაობა, თავიდანვე განკუთვნილი იყო “დასავლეთში” შექმნილ ვაქცინებზე და ბუმერანგივით დაუბრუნდა რუსეთს. რუსეთის მოსახლეობა არის ერთ ერთი ყველაზე დიდი ანტივაქსერული მსოფლიოში.
არსებული რუსული ვაქცინების ეფექტურობა “დელტა” (ინდური) ვარიანტის წინააღმდეგ. დიქტატორული/ოკუპანტი/ფაშისტური ქვეყანა, სტატისტიკა და რეალური მაჩვენებლები არ შეესაბამება რეალობას (რეალური სტატისტიკა სავარაუდოდ უფრო მძიმე იქნება).
დასკვნა საქართველოსთვის:
ყველა რუსული არხები (ყველა! ინტერნეტიდან დაწყებული, ტელევიზიით დამთავრებული) უნდა იქნეს შეზღუდული საქართველოს ტერიტორიაზე, როგორ, მაგალითი უკრაინიდან ავიღოთ.
რუსული და ჩინური ანტივაქსერული კამპანიების მართვა უნდა იქნეს აყვანალი სახელმწიფო უშიშროების დონეზე (რა ვიცი უაზრო საუბრების მოსმენაში იკარგება ამდენი რესურსი).
მასიური, კომპანია უნდა იქნეს ჩართული ყველა მედიაში. ქვეყანაში გვინდა მხოლოდ მაღალ ეფექტურობის ვაქცინები („ფაიზერი“/„მოდერნა“ ჯერჯერობით).
მდგომარეობა უფრო რთულია ვიდრე მე მეგონა 3-4 თვის უკან… ქვეყანა უნდა იყოს მთლიანად მობილიზებული აგვისტო-სექტემბრის აფეთქებისთვის.
ჯანმრთელობას გისურვებთ”, – ამბობს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Komentar