02/04/2021
ვტორი: ირინა დათაშვილი
საზოგადოებრივ ჯანდაცვი ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნისა და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე –„ საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივა“
„მორიგი სიახლე – 8 დღეში „საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივაში“ მონაწილეობაზე ოფიციალური განაცხადი ათმა სამედიცინო დაწესებულებამ გააკეთა. მათგან სამთან ოფიციალური კონტრაქტი უკვე გაფორმდა;
დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროცესში მონაწილეობს და სხვადასხვა მიმართულებით მეხმარება;
თქვენ თუ ფიქრობთ, თქვენთვის საინტერესოა ის საკითხები, რაზეც მე ვსაუბრობ, გააზიარეთ ეს ლაივები, რომ პროცესში ჩართულობა გაიზარდოს;
მივმართავ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაინტერესებული არიან პაციენტის უფლებებით, ზოგადად, ადამიანის უფლებებით, გთხოვთ, გამოგვეხმაუროთ. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია უკვე დამიკავშირდა და ხვალ იქნება მათთან საჯარო შეხვედრა, მოეწყობა ღია ლაივი და მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლება;
საავადმყოფოს შეფასების ფორმაში დავამატე ახალი საავადმყოფოები, დაემატა თითქმის ყველა რეგიონული საავადმყოფო. რომელიმე საავადმყოფო თუ არ არის ამ გამოკითხვაში, დამიკავშირდით და სიაში შევიტან;
შეფასების სიის პირველ ათეულში არიან ის სამედიცინო დაწესებულები, რომლებმაც გამოთქვეს აკრედიტაციაში მონაწილეობის სურვილი, შემდეგ – დანარჩენი საავადმყოფოები;
ეს არის საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების პირველი და ერთადერთი, დამოუკიდებელი შეფასება – თქვენ ანიჭებთ ვარსკვლავებს, აკეთებთ კომენტარებს, პროცესში მთავარი ხართ თქვენ, მე მხოლოდ მოდერატორი ვარ.
საუბარია იმაზე, რომ გამოვლინდეს კარგი და ძალიან კარგი სამედიცინო დაწესებულებები (საავადმყოფო, ამბულატორიული კლინიკა, დიაგნოსტიკური კლინიკა, ესტეტიკური მედიცინის ცენტრი, სტომატოლოგიური კლინიკა),
მომავალი კვირიდან მექნება ღია შეხვედრა სამედიცინო სფეროს სხვადასხვა დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებთან (ქირურგები, კარდიოლოგები და ასე შემდეგ);
კონკრეტული საუბარია საჭირო, აკრედიტაციის პროცესში რა შეიძლება, გავაკეთოთ დარგობრივი ასოციაციებთან ერთად, რადგან ამ საქმეში მათი როლი მნიშვნელოვანია;
კიდევ ერთხელ მივმართავ სამედიცინო დაწესებულებებს, -ნუ გეშინიათ, ეს არ არის სადამსჯელო ღონისძიება. აკრედიტაცია არის პროცესი, რომელიც დაგეხმარებათ ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესებაში და ორგანიზაციის გაძლიერებაში;
ყველაფერს გავაკეთებ, რომ დაგეხმაროთ და ის ხარვეზები, რაც აქვთ სამედიცინო ორგანიზაციებს, გამოვასწოროთ; ხარისხი უნდა იყოს პრიორიტეტი;
მივმართავ საზოგადოებას, ეწვიეთ accreditation.ge, სადაც იხილავთ სტანდარტებს და შეფასების სისტემას. იაქტიურეთ, შეაფასეთ;
კიდევ ერთი სიახლე – იმ კვირიდან დავიწყებთ საჯარო საუბრებს, რა არის აკრედიტაცია, ეს ცნობადობასაც და ცნობიერებასაც აამაღლებს ამ მიმართულებით;
დამოუკიდებელი, არაკორუმპირებული ექსპერტები არა ჩაწყობით, არამედ მიუკერძოებლად, სპეციალური ინდიკატორებით შეაფასებენ სამედიცინო დაწესებულებებს. ეს ყველაფერი ემსახურება ჯანდაცვის სისტემის ხარისხის ამაღლებას;
პროცესი არის, მარტივი, გამჭვირვალე და სწრაფი. პროცესი არის ნებაყოფლობითი. არის მინიმალური სტანდარტები. აკრედიტაცია გაიცემა ფრანგული ორგანიზაციის “accreditation sans frontiers » მიერ;
მოგმართავთ ფეისბუქმომხმარებლებს; გააზიარეთ ეს ვიდეო, ეს რეკომენდაციები, შეაფასეთ საავადმყოფოები და თუ სამედიცინო დაწესებულებები დაინახავენ, რომ დაბალი შეფასება აქვთ, მიიღებენ აკრედიტაციის გავლის გადაწყვეტილებას, ამით ჯანდაცვის სისტემის ხარისხის ამაღლებას დავაჩქარებთ;
აკრედიტაციაში რაც მეტი იქნება ორგანიზაცია მიიღებს მონაწილეობას, მით მეტი თავის ტკივილი იქნება ჩემთვის, მაგრამ ეს ამად ღირს!
ხარისხი უმთავრესია. ჩვენ უნდა გვქონდეს არა რაოდენობრივი, არამედ ხარისხიანი ჯანდაცვა;
ჩვენ ეს დავიწყეთ და ჩვენ შედეგს დავდებთ!“ – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საქართველოს სამედიცინო დაწესებულებების დამოუკიდებელი შეფასებისა და აკრედიტაციის ინიციატივით გამოდის. აღნიშნული ინიციატივა ფრანგული ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – მიერ არის მხარდაჭერილი. გაეროს გენერალური მდივნის მრჩევლის ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორ გიორგი ფხაკაძის „საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივა“ გულისხმობს საქართველოს სამედიცინო დაწესებულებების ხარისხის კონტროლის ამაღლებას.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Comments