16/03/2021
ფარმაცევტულ კომპანიებს შორის ომი და ქვეყნების პოლიტიკური ინტერესები - სწორედ ამ ჭრილში განიხილავს ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის ქართველი მრჩეველი ვაქცინაციის პროცესს.
გიორგი ფხაკაძე აღნიშნავს, რომ ყველა ქვეყანა ცდილობს, მსოფლიო დონეზე გაიტანოს საკუთარი ვაქცინა, მაგრამ საქართველომ უნდა გაითვალისწინოს, მხოლოდ ევროკავშირისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები.
„ჩინეთი ცდილობს თავისი ვაქცინის გატანას, რუსეთი ცდილობს თავისი ვაქცინის გატანას. ამ ვაქცინაციის პოლიტიკურ ომში რუსეთი ამბობს, რომ მსოფლიოს 34 ქვეყანაში მათი ვაქცინა არის რეგისტრირებული, მაგრამ ჩვენ არ უნდა ვუყუროთ თუნდაც ზიმბაბვეს, ინდოეთის ან ჩინეთის მარეგულირებლის გადაწყვეტილებას.
მე ვფიქრობ, საქართველო მიდის ევროკავშირისაკენ. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ევროკავშირისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები“,- აცხადებს ის.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil
Comments