top of page

„ჩინეთში ექიმები დაიჭირეს და შემდეგ ის ექიმები გარდაიცვალნენ. ასეთი სიტუაციია ახლა…“-გიორგი ფხაკაძე

Updated: Feb 20

13/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil


პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე აცხადებს:

„სამწუხარო ამბავია, ინდოეთში არის იშვიათი დაავადება, რომელიც ძირითადად ტროპიკულ ქვეყნებშია. იმედია, ჩვენამდე ეს დაავადება არ მოაღწევს. ინდოეთში არ არის მარტო ერთი შტამი. ინდოეთის ჩრდილოეთით არის ბრიტანული შტამი, სამხრეთში არის ეს ახალი შტამი, რომელზეც ჯანმომ გამოაცხადა, რომ არის საშიში. ინდოეთში არის კიდევ სხვა პატარა შტამები. რაც უფრო ბევრ ადამიანში ვრცელდება, მით უფრო დიდია შანსი, მუტაცია იქნება..“

მისი თქმით, პოლიტიკოსები როცა ერევიან სამედიცინო საქმეში, ყოველთვის არის პრობლემა.

„ჩინეთში, უჰანში რომ მოხდა ეპიდემიის აფეთქება, პირველი რაც გააკეთეს, ექიმები „ჩაახრჩვეს“, დაიჭირეს და შემდეგ ის ექიმები გარდაიცვალნენ. ასეთი სიტუაციია ახლა ანდრაპატეში, იქ ექიმებმა თქვეს, რომ იყო ახალი შტამები, 15-ჯერ უფრო საშიში, ვიდრე არსებული ინდური შტამი. ინდოეთის მთავრობა ძალიან შეშინებულია, ამ ექიმების რეპრესიები დაიწყო, რომ ეს იყო დეზინფორმაცია. სხვადასხვა შტატებში ექიმები უკვე ამაზე საუბრობენ.

ინდოეთს სილიდარობა უნდა გამოვუცხადოთ და მაგრამ მეორეს მხრივ უნდა გვახსოვდეს, რომ ინდური შტამი მარტო ინდოეთში არ არის, ინდური შტამი უკვე 30-ზე მეტ ქვეყანაშია“, - ამბობს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

1 view0 comments
Post: Blog2_Post
bottom of page