top of page

ჩინეთში ლოქდაუნები ბრუნდება... ამ დროს საქართველოში კოვიდი „არ არის“ - გიორგი ფხაკაძე

08/09/2022

ჯანდაცვის ექსპერტი ჩინეთში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე წერს.


უცხოურ მედიაში გამოქვეყნებულ სტატიებზე დაყრდნობით გიორგი ფხაკაძე წერს, რომ საქართველოში “კოვიდის” არ მართვა გახდა “პოლიტიკური ინსტრუმენტი“.


„ლოქდაუნები ბრუნდება,

ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ჩენდუს პროვინციაში, სადაც 21 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, კორონავირუსის პანდემიის გამო „ლოქდაუნი“ განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდა,


ჩენდუს პროვინციაში რეგულაციების გამკაცრება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც კორონავირუსის შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა, პირველი სექტემბრიდან კი ქალაქში „ლოქდაუნი“ დაწესდა.


პროვინციაში რეგულაციები 7 სექტემბრიდან უნდა მოხსნილიყო, თუმცა ადგილობრივმა ხელისუფლებამ მათი განუსაზღვრელი ვადით გაგრძელებას დაუჭირა მხარი.

ჩენდუს 23 რეგიონიდან 16-ში თითოეული მოქალაქის ტესტირება ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.


ამ დროს საქართველოში,

კოვიდი არ არის. რუსები ჩრთილოეთ კორეაში იარაღს ყიდულობენ ჩვენ კი ჩრთილოეთ კორეის კოვიდ მართვის მეთოდებს,

საქართველოში პრაქტიკულად, 📌არ არის ვაქცინაცია 📌არ არის ნიღბის ტარება 📌”არ არის” კოვიდი …


დასკვნა… საქართველოში “კოვიდის” არ მართვა გახდა “პოლიტიკური ინსტრუმენტი” და როცა ძალიან გაუჭირდებათ (სავარაუდოდ) პრინციპში “ლოქდაუნში” ჩაკეტავენ მოსახლეობას, თუ დასჭირდათ… არ მისცეთ ამის საშუალება არავის აიცერით, გამოიყენეთ პირბადე და დაიცავით დისტანცია“ – წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.





Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



2 views0 comments

Comentarios


Post: Blog2_Post
bottom of page