top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

„ჩინური ვაქცინა ბრიტანულ შტამზე არ მოქმედებს – საქართველოში ცირკულირებადი ვირუსების 70% კი...“

Updated: Feb 20, 2023

16/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი


პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე ვაქცინაციის შესახებ გვესაუბრება:

„მაპატიეთ, – არასასიამოვნო ინფორმაციას გეუბნებით, მაგრამ სიმართლე ვიღაცამ უნდა გითხრათ! თქვენ გაქვთ უფლება, იყოთ ინფორმირებული და მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება. მეგონა საღი აზრი გაიმარჯვებდა, საჯაროდ ბევრჯერ გავაფრთხილე გადაწყვეტილების მიმღებნი, მაგრამ ამაოდ, არაპროფესიონალიზმი და კორუფცია ღუპავს საქართველოს! დღეს ოფიციალურად გამოცხადდა.


27 აპრილიდან საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური „სინოფარმით“ აცრისთვის რეგისტრაცია დაიწყება თურმე ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ექსპერტები სრულად უჭერენ მხარს, დაიწყოს ვაქცინაცია.


ახლა გავშიფროთ ეს გადაწყვეტილება, – რბილად, რომ ვთქვათ, მცდარობა: – თავშივე ვიტყვი, 2 მლნ თუ რაც გადაიხადეს ამ ნაგავში, წყალში გადაყრილი ფულია. ჩინური ვაქცინის ნაჩუქარი 100 000 დოზაც ნაგავში გადასაყრელია ფაქტიურად და აი, რატომ: – ექსპერტები და ეპიდემიოლოგები, ვინც მიიღეს გადაწყვეტილება, საქართველოში ჩინური ვაქცინით მესამე ტალღის შესაჩერებლად, ან უცოდინრები, ან კორუმპირებულნი არიან! საკითხს მივყვეთ თანმიმდევრიბით : – დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა სამიოდე დღის წინ აღიარა, – საქართველოში ცირკულირებადი ვირუსების 70% ბრიტანული შტამია, ხოლო ძველი შტამი, ე.წ. „უხანის ვირუსი“ მხოლოდ 30%-ია. საქმე იმაშია, რომ ჩინური ვაქცინა საერთოდ არ მოქმედებს ბრიტანულ შტამზე. გამოდის, რომ ამ 70%-ს ის ვერაფერს უშველის. დარჩენილ 30% „უხანურ ვირუსზე“ რა ხდება?! თვითონ ჩინური ვაქცინის ეფექტიანობა უხანური, ძველი შტამის წინააღმდეგ არის მხოლოდ 50% (ეს რამდენიმე დღის წინ თავად ჩინეთის მთავრობამ აღიარა). ანუ გამოდის, ამ 30%-ის ნახევარს ანუ 15%-ს დაიცავს.


მარტივი არითმეტიკაა – ჩინური ვაქცინით აცრის შემთხვევაში 100 ადამიანიდან მხოლოდ 15 იქნება დაცული, ეს არის ბაზისური ეპიდემიოლოგია! „უხანური ვირუსი“ უკვე მილევადია, სექტემბრისთვის პრაქტიკულად აღარც იქნება, სეზონურ გრიპივით იქნება. მაქვს შეკითხვა, რისთვის გვინდა ეს ჩინური ვაქცინა?! რაც შეეხება მესამე ტალღას… უკვე სამ კვირაზე მეტია, მესამე ტალღაა დაწყებული. წესიერი ვაქცინაც რომ გვქონდეს, იმუნიტეტს მინიმუმ პირველი გაკეთებიდან ერთი თვე სჭირდება, ანუ დღესაც რომ დავიწყოთ კარგი ვაქცინით მასიური ვაქცინაცია, იმუნიტეტს ერთ თვეში მივიღებთ. ესეც მარტივი ეპიდემიოლოგიაა, – უკვე დაწყებულ მესამე ტალღას ვაქცინაციით ვერ შევაჩერებთ! ახლა მინდა გამოვეხმაურო ინდოელი სტუდენტების კარანტინში გამწესების ამბავს, რაც ზოგიერთმა ტელევიზიამ არასწორი ინტერპრეტაციით გააშუქა. ამ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა მოიქცა აბსოლუტურად სწორად. ინდოეთში გავრცელებულია კორონავირუსის ახალი, საშიში შტამი, რომელიც მაღალი ლეტალობით გამოირჩევა. ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა, რომ ინდოეთიდან მომავალი ნებისმიერი პირი, ვაქცინაციის სრული კურსის მიუხედავად, სავალდებულო 14-დღიან კარანტინს დაექვემდებარება. მინდა, ეს სწორად გაიგოს მედიამაც და საზოგადოებამაც. ასტრაზენეკას ვაქცინაზე ყოველდღე ახალი ნეგატიური ამბები მოდის. უკვე ნორვეგიაც აპირებს მისი გამოყენების შეწყვეტას, მიიღეს გადაწყვეტილება – ვისაც ასტრაზენეკას პირველი დოზა აქვს უკვე გაკეთებული, მეორე დოზად ფაიზერს გაუკეთებენ. დანიამაც საერთოდ შეაჩერა მისი გამოყენება. რაც შეეხება გერმანიას, იქ მხოლოდ 60 წლის ზემოთ აკეთებენ, საფრანგეთსა და კანადაში – 55 წელს ზემოთ; ჩემს გვერდზე დავდე ინფორმაცია სპეციალისტებისთვის, რა სიმპტომებს უნდა მიაქციონ ყურადღება ექიმებმა და პაციენტებმა ასტრაზენეკას გაკეთებამდე და გაკეთების შემდეგ. ერთადერთია ფაიზერის ვაქცინა, რომელსაც სხვა ვაქცინებთან შედარებით ეფექტიანობა მაღალი აქვს, ნაკლები გვერდითი ეფექტები აქვს, ასევე, შედარებით კარგად ფარავს სხვადასხვა შტამებს.


კიდევ ერთი პრობლემა, ზოგადად, ორდოზიან ვაქცინებთან დაკავშირებითა. ადამიანები, ნებისმიერ ქვეყანაში, მეორე დოზის გასაკეთებლად ყველანი არ ცხადდებიან. სტატისტიკის თანახმად, მაგალითად, ამერიკაში მეორე დოზის გასაკეთებლად აცრილთა 10% არ მივიდა. ეს ხდება ქვეყნებში, სადაც ელექტრონული ჯანდაცვაა. საქართველოში, სადაც ელექტრონული ჯანდაცვა საერთოდ არ არის, როგორ ვაპირებთ აცრილი ადამიანების გაფრთხილებას, რომ მივიდნენ მეორე დოზის გასაკეთებლად?! როგორ ვაპირებთ, ამ პროცესის ელექტრონული მენეჯმენტის განხორციელებას?! კიდევ ერთი პრობლემა: – თქვენ იცით, თუნდაც ფაიზერის შემთხვევაში, მესამე დოზის გაკეთებაცაა საჭირო მეორე დოზით ვაქცინირებიდან 5 თვის შემდეგ? ვინმემ გითხრათ ეს? ან ვინმე ზრუნავს, რომ ეს მესამე დოზა შემოიტანონ?! – არა! გეკითხებით, ჩინურ ვაქცინას არა აქვს არც ჯანმოს და არც ერთი ძლიერი მარეგულირებლის აღიარება. არ მუშაობს საქართველოში 70%-ით გავრცელებულ ბრიტანულ შტამზე. რატომ მიდიხართ ამ ნაბიჯზე? ჩინური პროტოკოლით უნდა ჩაატაროთ ვაქცინაცია?! ვინ არის ეს 82 ექსპერტი, ვინც ვაქცინაციის გეგმის ნაცვლად სადღეგრძელო დაწერა და ამდენი შეცდომის დაშვების შესაძლებლობა გააჩინა ამ გეგმით. დადეთ ამ ექსპერტების და ეპიდემიოლოგების სია საჯაროდ! ერი უნდა იცნობდეს თავის მავნებლებს! ოდესმე ხომ დალაგდება ეს ქვეყანა და მოგეკითხებათ!


არავინ დამაბრალოს ანტივაქსერობა! მე ვარ პირველი მომხრე ვაქცინაციის, ოღონდ რისკების სწორად შეფასების და პროცესის სწორად წარმართვის შემთხვევაში. თქვენი ოჯახის ექიმთან გაიარეთ კონსულტაცია და სწორად შეაფასეთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რისკების გათვალისწინებით მხოლოდ თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება! დაიმახსოვრეთ, ვაქცინაცია უნდა იყოს ნებაყოფლობითი და უსაფრთო! ვირუსს ახასიათებს ციკლურობა, იმედია, მაისის ბოლოსკენ ვირუსის გავრცელების მრუდი უკვე ქვემოთ წავა. მზის ულტრაიისფერი სხივებიც თავის საქმეს იზამს. მანამდე ძალიან გაუფრთხილდით თავს! დაიცავით ორმეტრიანი დისტანცია. კი არ გეუბნებით, მიტინგებზე არ იაროთ-მეთქი. პირიქით, ისეთი სიტუაციაა, დუღს ქვეყანა და ცვლილებების დროა – კი, ბატონო, იარეთ მიტინგებზე, მაგრამ დაიცავით ორმეტრიანი დისტანცია და ატარეთ ყველგან სამედიცინო პირბადე! მოუფრთხილდით თავს, ახლა თქვენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა თქვენს ხელშია!“


ჩინურ ვაქცინებს „დაცვის მაღალი მაჩვენებელი არ აქვს“ -



მსოფლიოში „ვაქცინების ომი” დაიწყო!“-გიორგი ფხაკაძე -




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




4 views0 comments

Comentários


Post: Blog2_Post
bottom of page