top of page
Writer's pictureGiorgi Pkhakadze

​ძალიან ცუდი ამბავია, მსოფლიოს 40-დღიანი კარანტინი სჭირდება – გიორგი ფხაკაძე ვირუსის ახალ შტამზე

31/08/2021

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამის გამოჩნეას ეხმაურება. ფაქტს ძალიან ცუდს უწოდებს და ფიქრობს, რომ ერთადერთი გამოსავალი მსოფლიოს 40-დღიანი კარანტინია.

„C.1.2 ახალი ვარიანტი სამხრეთ აფრიკიდან – დავიღალე, რა… ეს არის ძალიან ცუდი ამბავი, ძალიან. ესაა მიზეზი, თუ რატომ ვიყავი ეს 2 დღე ძალიან ცუდ ხასიათზე … 2-3 კვირაში დამატებითი ინფორმაცია გვექნება, მაგრამ, უკვე ათამდე ქვეყანაში გავრცელდა ეს ვერაგი ვარიანტი. მსოფლიოს 40 დღიანი კარანტინი სჭირდება…. მაგრამ …


სანამ “ფაიზერი“ არის ქვეყანაში, აიცერით და, ყველა, ვინც აიცრა დაბალეფექტური ვაქცინით, მე-2 დოზიდან 3-5 თვეში ფაიზერის მე-3 დოზა უნდა იქნას შეთავაზებული და ფაიზერის მე-2 დოზიდან 6-8 თვეში კი– მე-3 დოზა

გეყოთ სისულელეების ლაპარაკი და წერა, არ დაიღალეთ?! ეს ეხება ჩემს არავაქცინირებულ კოლეგებს და იმ კოლეგებს, ვინც ანტივაქსერების სექტის მომხრე/მხარდამჭერია (ღია/შეფარული)და კიდევ, ექიმი, რომელიც იძახის, მე “არავის” მხარეს (ვაქცინებზეა საუბარი) არ ვარ, საერთოდ ვინ არის?! თუ ექიმბაში ხართ, მაშინ ქალბატონ თინას ასისტენტად წადით (თუ მიგიღებთ)

ქართული სამედიცინო საზოგადოება ვაქცინაციასთან დაკავშირებით უნდა იყოს ერთსულოვანი, ოპერატიული და ერთიანი. ჯანდაცვის სამინისტრო არის ზედმეტად ლიბერალური და რბილი ამ საკითხში. მთავრობას კი ვურჩევ, თავის ქების რეჟიმიდან გამოვიდნენ და ვაქცინაციის საქმეს უფრო ინტენსიურად მიხედონ. დასაკარგი დრო არ არის, რამდენჯერაც არ მომისმინეს, წააგეს…“, – წერს ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



3 views0 comments

Comments


Post: Blog2_Post
bottom of page